სმოდიში: საქართველოსთან არა კალათბურთი, არამედ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა იყო

AutoSharing Option
სლოვენია-საქართველოს მატჩის შემდეგ (სლოვენიელებმა 87:75 გაიმარჯვეს) "სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტის კითხვებს ბალკანელთა ფორვარდმა მატიაჟ სმოდიშმა უპასუხა.

- რატომ დაიწყო მატჩი თქვენი გუნდისთვის ასე რთულად?
- რა მნიშვნელობა აქვს როგორ დაიწყო? შეხედეთ ტაბლოს! 12 ქულით მოვიგეთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იწყებ. მნიშვნელოვანი ისაა, როგორია საბოლოო ანგარიში. მაგალითად, უკრაინასთან მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ჩამორჩენის შემცირების საშუალება მივეცით. მართალია, ბოლოს მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.

- საქართველოსთან თამაში უფრო რთული იყო, ვიდრე წინა ორი მატჩი?
- პირველი ორი თამაში კალათბურთი იყო. დღეს კი ბერძნულ-რომაული
ორთაბრძოლა გამოვიდა. საქართველოს ძალიან ხისტი და აგრესიული გუნდი ჰყავს. ამიტომ გამარჯვებისთვის ცოტა ჩხუბი მოგვიხდა.

- რუსეთის ნაკრების კალათბურთელებთან ურთიერთობთ? რას ელით ჩვენ გუნდთან მატჩისგან?
- სწორედ დღეს შევხვდით სასტუმროში. მივესალმეთ, თბილად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, რუსეთთან მატჩი რთული იქნება. განსაკუთრებით კირილენკო გამოირჩევა.


Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ის რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ადარებს ჩვენი ნაკრების თამაშს ეს კომპლიმენტად მიმაჩნია. ძალიან კარგია რომ ჩვენი ნაკრები ფიზიკურ და კონტაკტურ დაცვას მიმართავს! სლოვენიელებს არაკომფორტულად რომ ვაგრძნობინეთ თავი ესეც კარგია. ჯგუფის ლიდერებს მხოლოდ 11 ქულით ჩამოვრჩებით, რაც ჩვენი დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს!
მე ძალიან მომწონს ჩვენი ნაკრების ფიზიკური, მჭიდრო თამაში! ასე გააგრძელეთ ჩვენო გოლიათებო!!!
უძლევი
03:05 05-09-2011
0

სიახლეები პოპულარული