ზისისი: საბერძნეთმა მაკედონიასთან მატჩში საშინლად ითამაშა
AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების გამთამაშებელმა ნიკოს ზისისმა ევრობასკეტის მესამე ტურში მაკედონიასთან მატჩში თავისი გუნდის დამარცხებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მაკედონიამ 72:58 მოიგო.
"საშინლად ვთამაშობდით. მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ მაკედონიელები აზარტითა და მონდომებით ითამაშებდნენ. ვფიქრობ, მათ სწორედ სურვილის და ემოციის ხარჯზე გაიმარჯვეს", - განაცხადა ზისისმა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.