საქართველოს ჯგუფი
სანამ გუშინ, 4 სექტემბერ საქართველოსთან წააგებდა, უკრაინის ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია ბულგარეთის წინააღმდეგ. მაიკ ფრატელოს გუნდმა ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი მატჩი მოიგო ევროპის ჩემპიონატზე. ამაში მას მეტოქე ძალიან დაეხმარა - ბულგარეთმა თ
მართალია, ვერც ლიშჩუკმა და პეჩეროვმა გამოიჩინეს თავი (17-დან 3), მაგრამ სხვებმა იყოჩაღეს და საბოლოოდ, უკრაინამ საქართველოსთან მატჩისთვის კარგი განწყობა მიიღო, თუმცა ამან არ უშველა.
არადა, პეჩეროვი წინა ორი შესარჩევი ციკლის ლიდერი იყო - 2009 წელს მისი მონაგარი 16.8 ქულა და 9.7 მოხსნა იყო, ორი წლის შემდეგ - 13.8 ქულა და 6.0 მოხსნა. ახლა კი ევრობასკეტის საწყის სამ მატჩში მან თავის გუნდს მხოლოდ 3.7 ქულა და 4.7 მოხსნა შესძინა.
რუსეთის ნაკრებმა ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი მოიგო და დღეს პირველი ადგილისთვის სლოვენიასთან მოუწევს შეხვედრა. ბელგიასთან შეხვედრაში ჩრდილში მოექცა რუსების ლიდერი კირილენკო, თუმცა სხვები გამოვიდნენ ჩრდილიდან. მაგალითად, ფრიძონმა ექვსიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო და 22 ქულა დააგროვა, 17 ქულა იყო ვორონცევიცის ანგარიშზე. ბელგიელთა რიგებში ერთადერთი კალათბურთელი ფეისონი იყო, რომლის მონაგარი ათ ქულას (14 ქულა) გადაცდა.
ბელგიამ პირველი სამი მეოთხედი შეუნარჩუნა შეხვედრას ინტრიგა, მაგრამ ბოლო ათწუთეული 12 ქულით წააგო და კვლავაც მოგების გარეშეა ჯგუფში.
რაც შეეხება ბულგარეთთან შეხვედრას, რუსეთმა აქაც ბოლოსკენ იმძლავრა. ბულგარელებმა მატჩის მიწურულს 12-ქულიანი ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ისევ კირილენკომ თქვა გადამწყვეტი სიტყვა - ზედიზედ ოთხი ქულით მან კომფორტული სხვაობა აღადგინა და რუსებს ნერვიულობის საბაბი აღარ ჰქონიათ.
კირილენკომ ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 25 ქულას (თამაშიდან ტყორცნების 53-პროცენტიანი სიზუსტე) ოთხი ჩაჭრა და ხუთი მოხსნა დაუმატა. ასევე აღსანიშნავია ბლატის ნაკრების გუნდური თამაში - რუსეთმა 25 შედეგიანი პასი დააგროვა, იმ დროს, როცა ბულგარეთის ანალოგიური მაჩვენებელი 12 გადაცემას უდრიდა.
ბელგიის ნაკრები მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ განადგურდა, დანარჩენ მეტოქეებთან კი თითქმის ბოლომდე ტოლსწორად იბრძოლა. სლოვენიასთან გუშინდელ შეხვედრაში ბელგიელებს ბოლო წუთამდე ჰქონდათ შანსი, მაგრამ მათი მონდომება ვან დენ შპიგელის შეცდომამ წყალში ჩაყარა. საპასუხო შეტევაში სლოვენიამ ხუთ ქულამდე გაზარდა ანგარიში და საქმე ამით მოთავებული იყო.
მატჩის გმირი გახდა ზორან დრაგიჩი, რომელმაც 18 ქულა და 5 ჩაჭრა დააგროვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კარგი თამაში გადამწყვეტ მომენტში, როცა ბოლო ხუთ წუთში რვა ქულა ჩააგდო. და კიდევ, სლოვენიამ 57 პროცენტის სიზუსტით ესროლა სამქულიანები და შეტევაში 14-ჯერ მოხსნა ბურთი. მოკლედ, მალკოვიჩის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
სენსაციები
პირველი სენსაციის ავტორი ფინეთის ნაკრები გახდა. ბოსნიამ, რომელმაც წინა დღეს ჩერნოგორიას მოუგო, სკანდინავიელებთან 28 (!) ქულა წააგო. ეს სულაც არ ყოფილა იღბალის ან ერთ-ორი კალათბურთელის გამორჩეული თამაშის დამსახურება. ჩრდილოელებმა იდეალური გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ამ სენსაციაში თავისი წვლილი 12-ივე კალათბურთელმა შეიტანა. საკმარისია იმის თქმა, რომ ფინელებმა მეტოქეზე ორჯერ მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულეს - 24 12-ის წინააღმდეგ.
მეორე სენსაცია მაკედონიას ეკუთვნის. მან ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - საბერძნეთის ნაკრებს. ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებლის, მაკალების მონდომებით მაკედონელებმა მეოთხე მეოთხედი 11:1 გაქცევით გახსნეს და საბერძნეთი მატჩის ბოლომდე ვეღარ გამოვიდა შოკიდან.
საერთოდ, მაკედონია ჯგუფური ტურნირის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად უნდა მოვნათლოთ. პირველ ტურში ჩერნოგორიასთან ოვერტაიმში წაგების შემდეგ, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და მეორე ეტაპზე თამაში გაინაღდა. გუშინ, სწორედ წინა დღის სენსაციის ავტორები - მაკედონია და ფინეთი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
უაღრესად დაძაბული და პრინციპული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე ცხრა წამით ადრე მიურინენმა ვერ ჩააგდო და ანტიჩმა მოხსნაზე ივარგა. სკანდინავიელები შეგნებულად დაჯარიმდნენ მაკალებზე, რომელმაც ორი საჯარიმო გამოიყენა. ფინეთს სამქულიანი სჭირდებოდა ოვერტაიმამდე მისასვლელად, მაგრამ მაკედონიამ კოპონენზე ასევე შეგნებული ჯარიმა აიღო. ფინელმა პირველი ბურთი ჩააგდო, მეორე სპეციალურად ააცილა, მაგრამ ფარქვეშ ისევ ანტიჩმა ივარგა (ამ კალათბურთელმა 14 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა) და ამით მატჩის ბედი გარკვეული იყო.
მესამე სენსაცია არანაკლებ ხმაურიანი იყო - პოლონეთმა თურქეთს მოუგო. საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა თითქოს გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია (75:68), მაგრამ პოლონეთმა შვიდი უპასუხო ქულა ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 75:75. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და გადამწყვეტი სიტყვა მატჩის ყველაზე შედეგიანმა კალათბურთელმა ბერიშამ თქვა - 82:83-ზე მან გამარჯვების ტყორცნა შეასრულა. თამაშის დამთავრებამდე 12 წამი რჩებოდა. საპასუხო იერიშში თუნჩერიმ ისროლა სამქულიანი, მაგრამ არაზუსტად და თურქეთი ჯგუფში დარჩენის რეალური კანდიდატი გახდა. მას და პოლონეთს ერთნაირი ქულები აქვთ, ბოლო ტურში კი პოლონეთი ბრიტანეთს ხვდება, თურქეთი - ესპანეთს.
ფავორიტები
იტალიის ნაკრებმა შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. პიანიჯანის გუნდს გუშინ, 4 სექტემბერს აუცილებად სჭირდებოდა საფრანგეთის ნაკრების დამარცხება და ახლოს იყო მიზანთან. იტალიამ მთავარი შეძლო - გაანეიტრალა ფრანგების ლიდერი ტონი პარკერი, რომელსაც სამი ტურის შემდეგ საშუალოდ 28 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი იყო. "სპურსის" გამთამაშებელი მხოლოდ რვა ქულით შემოიფარგლა, თუმცა იტალიელებმა NBA-ის სხვა ორი ლეგიონერის - დიაოსა და ბატუმის შეჩერება ვერ შეძლეს. ამ დუეტმა ჯამში 41 ქულა დააგროვა. განსაკუთრებით კარგი იყო დიაო, რომელმაც თავისი 21 ქულიდან 13 მეორე ტაიმში ჩააგდო.
საფინალო სირენამდე წუთითა და 35 წამით ადრე იტალია გალინარის ორი საჯარიმოთი დაწინაურდა - 82:81. შემდეგ დიაოს ჯერი დადგა - მანაც ორი ჯარიმა ჩააგდო და საფრანგეთმა ლიდერობა დაიბრუნა. იქვე ბარნიანიმ ააცილა სამქულიანი, რასაც დიაოს ზუსტი ორქულიანი მოჰყვა და 36 წამით ადრე ფრანგები 85:82-ს იგებდნენ. იტალიამ ბოლო ტყორცნა გალინარის მიანდო, მაგრამ მან ზედიზედ მეორე შორეული სამქულიანი ააცილა, მოხსნა საფრანგეთმა მოიგო და ამის შემდეგ აპენინელთა ჯარიმების ტაქტიკამ შედეგი არ გამოიღო.
იტალია აშკარად დააღალატა ბარნიანიმ. მართალია, მან 22 ქულა დააგროვა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ერთი ქულითაც ვერ შეეწია თავის გუნდს.
საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და დღეს პირველი ადგილისთვის სერბეთს შეებრძოლება.
სერბებმა გერმანიას მეტ-ნაკლებად იოლად მოუგეს. სტარზე 9:0 გაქცევის შემდეგ ნოვიცკიმ და კომპანიამ შვიდი უპასუხო ქულით მეტოქის დაწევა შეძლეს, მაგრამ იქვე სერბეთი 8:0 გაიქცა და გერმანია მატჩის ბოლომდე მდევრის როლში დარჩა. სულ მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე ტეოდოშიჩს, რომელმაც 28 წუთში 12 ქულა, 9 პასი და 9 მოხსნა დააგროვა. სერბეთი ფარქვეშ დომინირებდა - მოხსნები 40:31 მოიგო, ხოლო სამწამიანიდან 28 ქულა (გერმანიამ - 18) დააგროვა.
დღისა და შეიძლება ითქვას მთლიანად ჯგუფური ეტაპის ცენტრალურმა მატჩმა არ გაამართლა მაყურებელთა იმედები. ესპანეთმა ლიტვის ნაკრებს საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და გაინაღდა A ჯგუფში პირველი ადგილი.
მატჩის წინ გაირკვა, რომ მასპინძლებს ტრავმის გამო გამოაკლდათ ტანმაღალი მარიონას პეტრავიჩუსი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტურნირის წინ ლიტვის ნაკრებმა დარიუშ ლავრინოვიჩიც დაკარგა, ბალტიისპირელებს წინა ხაზზე აშკარა დეფიციტი შეექმნათ. ამიტომაც ესპანეთთან მატჩში ახალგაზრდა ვალანჩუნასის გააქტურება იყო მოსალოდნელი. საბოლოოდ, ლიტველთა ვუნდერკინდი თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამას მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
პირველ წუთებზე ლიტვა 7:6 დაწინაურდა და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო მასპინძლების ბოლოჯერ დაწინაურება მატჩში. ესპანეთი 16:0 (!) გაიქცა და შვიდი წუთის შემდეგ 22:7-ს იგებდა. მესამე მეოთხედის შუამდე ეს უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა და ერთხელ 30 ქულასაც კი მიაღწია. ამის შემდეგ ესპანეთი მოდუნდა, ლიტვას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ თამაში ღირსეული ანგარიშით წაეგო.
ესპანეთმა პირველ ტაიმში 16-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, ნავარომ კი პირველ ათ წუთში 15 (!) ქულის დაგროვება მოახერხა.
A ჯგუფი
ბრიტანეთი-პორტუგალია 85:73
16:16, 28:18, 15:11, 26:28
ბ: დენგი (31+10 მოხსნა+4 პასი), ლენზლი (17), რეინკინგი (9), ჯონსონი (7), ადეგბოიე (6), კლარკი (5+5 მოხსნა), ფრილენდი (4+6 მოხსნა), არჩიბალდი (3+4 მოხსნა), ლოურენსი (3).
პ: ანდრადე (24+10 მოხსნა), მინიავა (18), მირანდა (10+5 მოხსნა), სანტუში (9+10 მოხსნა), ევორა (8+9 მოხსნა), და სილვა (4).
პოლონეთი-თურქეთი 84:83
17:14, 22:21, 22:27, 23:21
პ: ბერიშა (21), ჰრიცანიუკი (15+6 მოხსნა), შევჩიკი (12), კელატი (11+4 ჩაჭრა), სკიბნევსკი (9), კოშარეკი (7+4 პასი), ლეონჩიკი (4), პამულა (3), ლაპეტა (2).
თ: კანტერი (19+5 მოხსნა), ილიასოვა (14), თურქოგლუ (13), პრელჯიჩი (11+7 მოხსნა+4 პასი), ონანი (9), თუნჩერი (6), სავაში (5), აშიქი (4), არსლანი (2).
ლიტვა-ესპანეთი 79:91
12:31, 24:31, 23:19, 20:10
ლ: ვალანჩუნასი (13), კაუკენასი (11), პოჩიუსი (11), იანკუნასი (8), იავტოკასი (7), კალნიეტისი (7), იასიკიავიჩუსი (6), იასაიტისი (6+5 მოხსნა), სონგაილა (4), ლავრინოვიჩი (3+8 მოხსნა), დელინინკაიტისი (3).
ე: ნავარო (22+4 პასი), პ. გასოლი (17), იბაკა (15+9 მოხსნა), მ. გასოლი (8+8 მოხსნა+4 პასი), ფერნანდესი (8+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ლიული (5+4 პასი).
თ მ ფ ბ ქ
1. ესპანეთი 4 4 0 347-299 8
2. ლიტვა 4 3 1 331-305 7
3. თურქეთი 4 2 2 320-276 6
4. პოლონეთი 4 2 2 320-336 6
5. ბრიტანეთი 4 1 3 284-329 5
6. პორტუგალია 4 0 4 275-332 4
ბოლო ტური: ბრიტანეთი-პოლონეთი (16:15); ესპანეთი-თურქეთი (18:45); პორტუგალია-ლიტვა (22:00).
B ჯგუფი
ისრაელი-ლატვია 91:88
23:22, 24:23, 19:22, 25:21
ი: ელიაჰუ (26+10 მოხსნა), პნინი (12), ბლუ (11+6 მოხსნა), ნაიმი (9), ჰალპერინი (9+5 მოხსნა), მეკელი (7+4 პასი), ოჰაიონი (7), კადირი (5+5 მოხსნა), ბურშტეინი (3), გრინი (2).
ლ: ბლუმსი (27+6 პასი), სელაკოვსი (14+9 მოხსნა), კუკსიქსი (12), სტრენიექსი (8), დაირ. ბერტანსი (7), დავ. ბერტანსი (7), მეიერსი (5), ფრეიმანისი (4+5 მოხსნა), ბერძინში (2), იურევიჩუსი (2).
იტალია-საფრანგეთი 84:91
23:20, 25:21, 19:19, 17:31
ი: ბარნიანი (22+5 მოხსნა), ბელინელი (19), გალინარი (18+5 მოხსნა), ჰაკეტი (10), კარარეტო (7), მორდენტე (4), მანჩინელი (4).
ს: დიაო (21+4 მოხსნა+4 პასი), ბატუმი (20+5 მოხსნა), ტრაორე (11), ნოა (10+7 მოხსნა), ჟელაბალე (8+6 მოხსნა), პარკერი (8), პიეტრუსი (4+5 მოხსნა), დე კოლო (4), ჩიკანბუ (3), ალბისი (2).
გერმანია-სერბეთი 64:75
10:17, 18:21, 13:19, 23:18
გ: ნოვიცკი (25+6 მოხსნა), შაფარციკი (11), ჰამანი (10), კამანი (10+11 მოხსნა), ბენცინგი (5), ჰერბერი (3).
ს: სავანოვიჩი(18), კრსტიჩი (15), ტეოდოშიჩი (12+9 მოხსნა+9 პასი), ტეპიჩი (8+6 მოხსნა), კეშელი (6), მაჩვანი (5+9 მოხსნა), რაშიჩი (5), პეროვიჩი (4), მარკოვიჩი (2).
თ მ ფ ბ ქ
1. სერბეთი 4 4 0 336-289 8
2. საფრანგეთი 4 4 0 341-295 8
3. გერმანია 4 2 2 296-277 6
4. იტალია 4 1 3 285-309 5
5. ისრაელი 4 1 3 303-353 5
6. ლატვია 4 0 4 305-343 4
ბოლო ტური: ისრაელი-იტალია (16:15), ლატვია-გერმანია (18:45), სერბეთი-საფრანგეთი (22:00).
C ჯგუფი
ფინეთი-ბოსნია 92:64
24:20, 18:18, 34:18, 16:8
ფ: კოივისტო (17), კოპონენი (14), ლი (12), კოტი (10), მოტოლა (10), სალინი (9+7 მოხსნა+4 პასი), რანიკო (7+6 პასი), ჰუფი (7+6 მოხსნა), მიურინენი (4), ნიკილა (2).
ბ: დომერკანტი (25), ბაირამოვიჩი (11), იკონიჩი (8), კიკანოვიჩი (7), ტელეტოვიჩი (6+6 მოხსნა), მილოშევიჩი (2), დედოვიჩი (2), ვასილევიჩი (2+4 პასი), ბავჩიჩი (1).
საბერძნეთი-მაკედონია 58:72
18:16, 11:14, 18:20, 11:22
ს: ფოცისი (16), ბურუსისი (10+10 მოხსნა+4 პასი), ცისისი (9+8 მოხსნა+4 პასი), კალატესი (7), კაიმაკოგლუ (6), კუფოსი (3), ვასილიადისი (3), ქსანტოპულოსი (2), პაპანიკოლაუ (1), მავროედისი (1).
მ: მაკალები (27+4 პასი), ანტიჩი (12+8 მოხსნა+2 დაფარება), გეჩევსკი (11+2 დაფარება), ჩეკოვსკი (11), ილიევსკი (6), დ. სტოიანოვსკი (3), ვ. სტოიანოვსკი (2).
ხორვატია-ჩერნოგორია 87:81
24:16, 22:26, 21:18, 20:21
ხ: ტომიჩი (26+8 მოხსნა+4 პასი), პოპოვიჩი (23+4 პასი), დრეიპერი (9+12 მოხსნა), სიმონი (8), მარკოტა (8), ბოგდანოვიჩი (6+4 პასი), ანდრიჩი (3), ზორიჩი (3).
ჩ: იერეტინი (18+4 პასი), დრაგიჩევიჩი (17), დაშიჩი (12+6 მოხსნა), პეკოვიჩი (9), ბიელიცა (9), პეკოვიჩი (9), შჩეპანოვიჩი (7), კუკი (5+8 პასი), ვუჩევიჩი (4).
მაკედონია-ფინეთი 72:70
20:21, 18:19, 16:18, 18:12
მ: მაკალები (18+5 მოხსნა+4 პასი), ვ. სტოიანოვსკი (16), ანტიჩი (14+19 მოხსნა), გეჩევსკი (8), სოკოლოვი (6), სამარძინსკი (4), ჩეკოვსკი (4), ილიევსკი (2).
ფ: კოპონენი (11), კოივისტო (11), ლი (10), კოტი (9+5 მოხსნა), სალინი (8), მეტელა (8), ჰუფი (6), მიურინენი (6), რანიკო (1+10 პასი).
ჩერნოგორია-საბერძნეთი 55:71
18:21, 13:11, 10:26, 14:13
ჩ: პეკოვიჩი (15+7 მოხსნა), ბიელიცა (8), იერეტინი (7), ბორისოვი (6), შჩეპანოვიჩი (5), ვუჩევიჩი (4), დრაგიჩევიჩი (4), დაშიჩი (2+5 მოხსნა).
ს: კუფოსი (19+4 დაფარება), ფოცისი (14+5 მოხსნა), კალატესი (12+6 პასი), ვასილიადისი (11), ბრამოსი (4+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ცისისი (4), პაპანიკოლაუ (3), ბურუსისი (2), ქსანტოპულოსი (2).
ბოსნია-ხორვატია 92:80
28:28, 15:8, 21:23, 28:21
ბ: ტელეტოვიჩი (26+9 მოხსნა), დომერკანტი (23+7 მოხსნა), ბაირამოვიჩი (12), იკონიჩი (10), ჯედოვიჩი (9+5 მოხსნა), ბავჩიჩი (7), ვასილიევიჩი (3+7 პასი), კიკანოვიჩი (2).
ხ: ტომიჩი (23), ბოგდანოვიჩი (16), სიმონი (11+5 მოხსნა), პოპოვიჩი (10), დრეიპერი (8+9 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ზორიჩი (6), მარკოტა (4+5 მოხსნა), ანდრიჩი (1), სტიპჩევიჩი (1).
თ მ ფ ბ ქ
1. საბერძნეთი 4 3 1 286-255 7
2. მაკედონია 4 3 1 287-274 7
3. ხორვატია 4 2 2 327-330 6
4. ბოსნია 4 2 2 317-334 6
5. ფინეთი 4 1 3 302-301 5
6. ჩერნოგორია 4 1 3 292-317 5
ბოლო ტური: ფინეთი-ჩერნოგორია (16:30), საბერძნეთი-ხორვატია (19:00), მაკედონია-ბოსნია (22:00).
D ჯგუფი
უკრაინა-ბულგარეთი 67:56
16:14, 18:11, 19:13, 14:18
უ: კოლჩენკო (18), ბერტი (17+4 პასი), ზაბირჩენკო (12), კრავცოვი (7+10 მოხსნა+5 დაფარება), ლიშჩუკი (5+7 მოხსნა), ფესენკო (5), პეჩეროვი (3).
ბ: ვიდენოვი (10+8 მოხსნა), კოსტოვი (10), როულენდი (9+5 პასი), დ. ივანოვი (9+5 მოხსნა), კ. ივანოვი (9+5 მოხსნა), ვარბანოვი (4+8 მოხსნა).
რუსეთი-ბელგია 79:58
21:16, 16:16, 20:16, 22:10
რ: ფრიძონი (22+3 ჩაჭრა), ვორონცევიჩი (17), კირილენკო (9+7 მოხსნა), ანტონოვი (7+5 მოხსნა), მოზგოვი (7), ხრიაპა (6+10 მოხსნა), პონკრაშოვი (3), ბიკოვი (3+7 პასი), შვედი (2), შაბალკინი (2), ხვოსტოვი (1).
ბ: ფეისონი (14), დე ზეუვი (8+12 მოხსნა), ბეგინი (8), მბენგა (7), მუია (5), ლოუერსი (5), მოორსი (2), ვან როსომი (2), შტაინბახი (2), ტაბუ (1).
ბულგარეთი-რუსეთი 77:89
18:23, 20:19, 20:20, 18:22
ბ: დ. ივანოვი (23+5 მოხსნა), ვიდენოვი (17+3 ჩაჭრა), როულენდი (14+4 პასი), კ. ივანოვი (9+8 მოხსნა+3 დაფარება), მარინოვი (4), კოსტოვი (4), ავრამოვი (2), ზ. გეორგიევი (2), ვარბანოვი (2).
რ: კირილენკო (25+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), მოზგოვი (15+5 მოხსნა+2 დაფარება), ფრიძონი (13), ხრიაპა (12+7 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), შვედი (7+5 პასი), ანტონოვი (7), მონია (6+5 მოხსნა), ვორონცევიჩი (2), ბიკოვი (2).
ბელგია-სლოვენია 61:70
15:14, 15:15, 17:21, 14:20
ბ: ვან დენ შპიგელი (16+7 მოხსნა), ფეისონი (13), ლოუერსი (9), ბეგინი (9), შტაინბახი (5), მოორსი (4), დე ზეუვი (3), მუია (2).
ს: გ. დრაგიჩი (18+5 ჩაჭრა), ბეგიჩი (14+7 მოხსნა), სლოკარი (7), ლორბეკი (7+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ზ. დრაგიჩი (6+5 მოხსნა), ლაკოვიჩი (5), იაგოდნიკი (5), სმოდიში (4), უდრიხი (2), მურიჩი (2).
თ მ ფ ბ ქ
1. რუსეთი 4 4 0 306-257 8
2. სლოვენია 4 4 0 292-259 8
3. საქართველო 4 2 2 283-264 6
4. უკრაინა 4 1 3 248-266 5
5. ბულგარეთი 4 1 3 260-288 5
6. ბელგია 4 0 4 243-298 4
ბოლო ტური: საქართველო-ბულგარეთი (16:30), სლოვენია-რუსეთი (19:00), უკრაინა-ბელგია (22:00).