ევრობასკეტი 2011. მეორე ჯგუფური ეტაპი: რუსეთი მეორე ასპროცენტიანია

AutoSharing Option
წლევანდელ ევრობასკეტზე ორი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია. გუშინწინ, საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და გამარჯვებათა სერია 6 მატჩამდე აიყვანა, გუშინ კი კოლეს გუნდს რუსეთმა მიბაძა და მანაც თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.

საინტერესოა, რომ წარსულში ცნობილმა საბჭოთა კალათბურთელმა სერგეი ტარაკანოვმა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დევიდ ბლატს "იღბლიანი" უწოდა და მართლაც, აქამდე რამდენიმე შეხვედრაში (მათ შორის საქართველოსთან) რუსებს აშკარად გაუმართლათ, მაგრამ ფინეთთან გუშინდელ თამაშზე ამას ვერ ვიტყვით. როგორც ჩანს, სკანდინავიელთა სენსაციების მარაგი პირველ ჯგუფურ ეტაპზე ამოიწურა და ამჯერად, ფინეთმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ
გაუწია ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს. ფინელებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი მოიგეს ორი ქულით, მაგრამ სანამ ეს მეოთხედი დაიწყებოდა, რუსეთი 21 ქულით იყო წინ და ბოლო 10-წუთეულს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

გამარჯვებულმა გუნდმა მთლიანად დაიპყრო სამწამიანი და ამ ზონიდან ფინეთს 52 ქულა (!) ჩაუგდო, იმ დროს, როცა მეტოქის ანალოგიური მონაგარი მხოლოდ 18 ქულას შეადგენდა. კვლავ საუკეთესო იყო რუსეთის რიგებში კირილენკო, რომელმაც თამაშიდან ექვსი ისროლა და ხუთი ჩააგდო, დაცვაში კი ოთხი ჩაჭრა მიითვალა. მოულოდნელი იყო ხრიაპას 11 შედეგიანი პასი.

რაც შეეხება დღის ბოლო შეხვედრას, სლოვენიამ ფანტასტიკური მესამე მეოთხედის წყალობით არა მარტო გააბათილა 12-ქულიანი ჩამოჩენა საბერძნეთთან, არამედ ბოლო 10-წუთეულის წინ ორი ქულით დაწინაურდა და ამის შემდეგ, თითქმის ბოლომდე ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. ბოლო წუთნახევარმა კი ცისისის ორი და ფოცისის ერთი სამქულიანი და სლოვენიის მიერ ხუთიდან ოთხი აცილებული საჯარიმო დაიტია და საბერძნეთმა უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, რაც ჯგუფში პირველობის შანსს უტოვებს.

F ჯგუფი
ფინეთი-რუსეთი 60:79
14:18, 6:15, 18:26, 22:20
ფ: ჰუფი (14), რანიკო (11), კოპონენი (10), ლი (9), კოტი (6+7 მოხსნა), კოივისტო (4), ნიკილა (2+7 მოხსნა), ვირტანენი (2).
რ: კირილენკო (14+4 ჩაჭრა), შვედი (12+6 პასი), ვორონცევიჩი (11), მოზგოვი (11), ბიკოვი (8), ხრიაპა (7+11 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მონია (6), ფრიძონი (6), შაბალკინი (2), ანტონოვი (2).

სლოვენია-საბერძნეთი 60:69
13:18, 12:19, 21:7, 14:25
სლო: ლაკოვიჩი (14), ზ. დრაგიჩი (10), ლორბეკი (10+5 მოხსნა), ბეგიჩი (8+12 მოხსნა+3 დაფარება), გ. დრაგიჩი (7), სმოდიში (5), ოზბოლტი (3+5 მოხსნა), მურიჩი (1).
საბ: ცისისი (19+5 მოხსნა), ბურუსისი (8+6 მოხსნა), კალატესი (7), ფოცისი (7), ბრამოსი (7), კუფოსი (6+8 მოხსნა), პაპანიკოლაუ (6+6 მოხსნა), ვასილეადისი (5+4 პასი), მავროედისი (2), კაიმაკოგლუ (2).

თ მ ფ ბ ქ
1. რუსეთი 3 3 0 209-182 6
2. მაკედონია 3 3 0 209-191 6
3. საბერძნეთი 3 2 1 208-193 5
4. სლოვენია 3 1 2 211-209 4
5. საქართველო 3 0 3 196-217 3
6. ფინეთი 3 0 3 191-232 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
TheBrolest პასუხად:
დანია შემთხვევით მოხვდა, მაგრამ იქ ყველას მოწონებული ფეხბურთი ითამაშა.
საქარტველოში როგორც კალატბურთში - ისევე სხვა სპორტში დიდი მუშაობა არის საჭირო რომ ევროპას ელიტას გავუტოლდეთ - რაც დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული.
(მე უფრო ის მიკვირის რომ თვითონ კალათბურთელები რომ არასერიოზულ/ჭიმია განაცხადებს რომ აკეტებე). ერთადერთი შერმადინი იყო რომ თქვა ჩემპიონატის დასაჭკისში - "ჩვენ საბერდზნეთთან და სლოვენიასთან პატარა თევზები ვართ, მაგრამ სხვებთან ვიბრდზოლებთო" - დზნელია რომ არ დაეტანხმო რადგან სერიოზულად აფასებს სიტუაციას.
eddy
17:14 09-09-2011
0
ზუსტადაც რომ არის ჩვენი ადგილი. თუნდაც გამართლებით და შემთხვევით მოვხვედრილიყავით ევროპაზე. ფაქტია რომ 2 წლის წინ ბ დივიზიონში ვიყავით, ახლა ევროპის 12 საუკეთესო გუნდში ვართ. შემთხვევითაა? შემთხვევით მოხვდა დანია 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ფეხბურთში) , მაგრამ ჩემპიონი გახდა იმ წელს.
TheBrolest
10:42 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული