ქართველებს მსაჯები ეხმარებოდნენო

AutoSharing Option
უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტის მატჩებში არბიტრებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოს ნაკრების მიმართ.

"მსაჯობა აშკარად ლოიალური იყო საქართველოს ნაკრების მიმართ. მე ეს მხოლოდ უკრაინასთან მატჩის დროს არ შემინიშნავს. ვნახე ქართველების შეხვედრები სლოვენიასთან, რუსეთთან და იგივე შთაბეჭდილება დამრჩა... ქართველების ჩამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე - ათასობით გულშემატკივარი, ორგანიზებული ჩარტერები, ყველაფერი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების კონტროლქვეშ, პრეზიდენტისა და მინისტრების ჩამოსვლა... როგორც ჩანს, გარკვეული ზეწოლა იყო, შესაძლოა, პოლიტიკური ზეწოლაც კი", - ამბობს უკრაინული კალათბურთის შეფი.

"ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა... მსაჯობა ერთგვარად
პოლიტიზირებული იყო. ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ, საკუთარ გამოძიებას ვატარებ. შესაძლოა, ეს ყველაფერი მომეჩვენა. მაგრამ, ერთი შეხედვით მართლაც ისე ჩანდა, რომ მსაჯები საკმარისად ლოიალურები იყვნენ საქართველოს მიმართ და ამ გუნდის გაქცევას შეუწყვეს ხელი უკრაინასთან მატჩში", - აგრძელებს "ფილოსოფიას" ვოლკოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთ-ერთმა ჩვენმა კომენტატორმა დიდად აქო ეგ ვოლკოვი,— იგი საქართველოს დიდი მეგობარიაო და შეგვპირდაო,- უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ქართველების მეორე რაუნდში გასასვლელადო...
gurami49
20:53 09-09-2011
0
ფიბა და უეფა შოუბიზნესებია , ვოლკოვის დროს სხვა იყო,ეხლა მაგათ ჩაწყობისთვის მსაჯები არც სჭირდებათ,პროფესიონალი სპორტსმენები მაგათ გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ იზავენ,სხვა დროააააა
დავითი (საბერძნეთი)
21:49 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული