საქართველოს ნაკრების მძლეველი მაკედონია და სლოვენია ევრობასკეტ 2011-ის მეორე ჯგუფური ეტაპის F ჯგუფში დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაკედონიამ შეხვედრა 68:59 (20:16, 19:15, 15:11, 14:7) მოიგო.
ამ დროისთვის მაკედონიელებს 8 ქულა აქვთ და F ჯგუფში ლიდერობენ.
დღის ბოლო შეხვედრაში თბილისის დროით 22:00 საათზე რუსეთი საბერძნეთს დაუპირისპირდება.