![](https://sportall.ge/pictures/image5/af01ce58b4117665b867c322548b835d.jpg)
სლოვენიელებმა თამაში უკეთ დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში თავს მოდუნების უფლება მისცეს (12:20) და მეტოქეს ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში სლოვენიელებმა კვლავ იძალეს და საბოლოოდ 67:60 იმარჯვეს.
სლოვენიელთაგან შედეგიანობით ლორბეკი (14 ქულა) და სლოკარი (13) გამოირჩნენ. ამდენივე ქულები მიითვალეს ფინელთაგან კოპონენმა და ჰაფმა.