სლოვენიელებმა ფინელთა ძლევით ევრობასკეტის მეოთხედფინალში გააღწიეს

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში სლოვენიის ნაკრებმა შეძლო ფინელთა გუნდის დამარცხება და მეოთხედფინალში თამაში გაიანაღდა.

სლოვენიელებმა თამაში უკეთ დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში თავს მოდუნების უფლება მისცეს (12:20) და მეტოქეს ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში სლოვენიელებმა კვლავ იძალეს და საბოლოოდ 67:60 იმარჯვეს.

სლოვენიელთაგან შედეგიანობით ლორბეკი (14 ქულა) და სლოკარი (13) გამოირჩნენ. ამდენივე ქულები მიითვალეს ფინელთაგან კოპონენმა და ჰაფმა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული