დეიან ლაკიჩის სიტყვებით, ზოგიერთი ქვეყანა ნატურალიზებულ ამერიკელებს დიდ თანხებს უხდის, რათა მათ ევროპულ ნაკრებებში ითამაშონ. მაკედონიას კი არ ჰქონდა მაკალებისთვის ხელფასის გადახდის ფუფუნება.
"ჩვენი ფედერაციის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 350 ათას ევროს შეადგენს. ევრობასკეტზე მოთამაშე ზოგიერთი ვარსკვლავისთვის კი ეს ჯიბის ფულია", - განაცხადა მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მენეჯერმა.
მისი სიტყვებით, ამჟამად მაკალები, რომელსაც ქვეყანაში "ბორჩე მაკალებოვსკი" შეარქვეს, შეილება სრულფასოვან მაკედონიელად მივიჩნიოთ.
"თითოეულ გუნდს აქვს ერთი ნატურალიზებული მოთამაშის დამატების უფლება.
თავად მაკალებიც ადასტურებს მაკედონიის კალათბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების უბრალო ხასიათს.
"შარშანდელი სეზონი სერბეთში გავატარე და მაკედონიელებისგან მიწვევა სწორედ იქ მივიღე - მათ თავიანთ ნაკრებში თამაში მთხოვეს, - ჰყვება ბო. - არანაირი შეკითხვა არ დამისვამს ქვეყანასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვთქვი: "კი!" და მომდევნო დღეს ჩავედი სკოპიეში".
ახლა, მაკალები წელიწადში ერთ თვეს ცხოვრობს სკოპიეში, მაგრამ საერთოდ არ იცის მაკედონიური ენა. გამონაკლისია რამდენიმე უწმაწური სიტყვა, რომელიც ნაკრებში მისმა პარტნიორებმა ასწავლეს. "სიმართლე გითხრათ, ახლა ერთ-ერთ მათგანად ვგრძნობ თავს", - განაცხადა ნაკრების ლიდერმა.
ლეკიჩმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მაკედონიისა და მაკალების წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანებისთვის, რომელმაც 2001 წელს სამხედრო კონფლიქტი გადაიტანა ეთნიკურ ალბანელებსა და მთავრობას შორის.
"როცა ჩვენ ვთამაშობთ, მთელი ქვეყანა სულგანაბულია და შესცქერის იმას, რასაც მათი საყვარელი გუნდი აკეთებს. ნაკრებს ჩვენი ალბანელი მოსახლეობაც კი გულშემატკივრობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანების მხრივ", - აცხადებს მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"