ევრობასკეტ 2013-ის ახალი ევროფორმატი

AutoSharing Option
გაირკვა მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გათამაშების ფორმატი. სლოვენიაში 2013 წლის 4–22 სექტემბერს გასამართ კონტინენტის პირველობაზე კვლავ 24 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 8 ადგილი უკვე დაკავებულია.

გუშინ დასრულებულ ევროპის ჩმპიონატის საუკეთესო 6 გუნდი: ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, მაკედონია, ლიტვა და საბერძნეთი. ამათ დაემატებიან მომავალი ევრობასკეტის მასპინძელი სლოვენია და ოლიმპიადის მასპინძელი დიდი ბრიტანეთი.

დარჩენილ 16 ადგილს კი ევროპის 30 ნაკრები გაითამაშებს. მოგეხსენებათ, A და B დივიზიონები გაუქმდა და მომავალი შესარჩევი ტურნირიდან ყველა ერთად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.

შეიქმნება 6 ხუთგუნდიანი ჯგუფი,
რომლებიც ორ წრედ ითამაშებენ და ჯგუფებში 1–2 ადგილზე გასული გუნდები, პლუს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ევრობასკეტ 2013–ზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება. რაც შეეხება ფინალური ეტაპის კენჭისყრას, მისი გამართვის თარიღი ცნობილია: 2012 წლის 18 ნოემბერი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული