მანამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ხორვატიის საკალათბურთო ასოციაციებმა ევრობასკეტ-2015-ის მასპინძლობაზე საკუთარი ერთობლივი განაცხადის უარყოფა გადაწყვიტეს, რადგან საკონკურსო პროცედურის გარკვეული დეტალებით უკმაყოფილონი იყვნენ.
უკრაინის ვიცეპრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბორის კოლესნიკოვი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩაატარებს.