ევრობასკეტი ოთხ წელიწადში ერთხელ?

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია მომავალში დიდი სანაკრებო ტურნირების კალენდარში რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს.

ეს ყველაფერი კეთდება მოთამაშეთა და მწვრთნელთა თხოვნით, რომლებსაც მძიმე საკლუბო სეზონების შემდეგ, ნაკრების საკეთილდღეოდ ბევრი მუშაობა უწევთ და თითქმის არ გააჩნიათ დრო საზაფხულო არდადეგებისთვის.

რამდენიმე დღის წინ FIBA-ის გენერალურმა მდივანმა, პატრიკ ბაუმანმა მოსალოდნელი რეფორმის ზოგიერთი დეტალი გაამხილა. ასე მაგალითად, ევროპის ჩემპიონატი ორის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. შესაბამისად, ჩამოყალიბდება ოთხწლიანი ციკლი: ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევრობასკეტი (ან რომელიმე სხვა კონტინენტალური პირველობა). ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირი თავისუფალ ზაფხულს გაიმართება.

თუმცა პროექტი
საბოლოო არ არის და მრავალმხრივი შეთანხმება სჭირდება. ზოგიერთი სკეპტიკოსი უკვე აღნიშნავს: FIBA-ევროპა, სავარაუდოდ, არ წავა ევრობასკეტის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე, რადგან ამგვარი გრაფიკი მას სერიოზულ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული