ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ეტაპი. სისტემა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წილისყრისასაც და მის შემდეგაც არაერთხელ დავწერეთ, რომ ჯგუფიდან ორი საუკეთესო ავტომატურად გადის, თუმცა ვფიქრობთ, კიდევ უფრო დაკონკრეტებაა საჭირო. მით უმეტეს, რომ შესარჩევი ეტაპი უკვე დაიწყო და თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა გაითვალოს.

ასე და ამგვარად, სლოვენიაში გასამართი ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ტურნირი ამა წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 11 სექტემბერს დასრულდება. 31 ნაკრები განაწილებულია ხუთგუნდიან ხუთ და ექვსგუნდიან ერთ ჯგუფში (რომელშიც მეექვსე ისლანდიაა).

თითო ქვეჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ
შესარჩევი ეტაპიდან 2013 წლის ევრობასკეტის ლიცენზიას 16 ნაკრები მიიღებს. სულ კი ფინალურ ეტაპზე 24 მონაწილეა.

შესარჩევმოვლილ თექვსმეტეულს დაემატება 8 ტოპ-გუნდი, რომლებმაც ევროპის 2011 წლის პირველობაზე საუკეთესო შედეგები უჩვენეს: ევროპის ჩემპიონი ესპანეთი და ფინალისტი საფრანგეთი ლონდონის ოლიმპიადაზე დამატებითი მატჩების გარეშე მოხვდნენ.

ასევე გარანტირებული აქვს ევრობასკეტის საგზური სლოვენიას (2013 წლის ევრობასკეტის მასპინძელს) და დიდ ბრიტანეთს (ოლიმპიადის ორგანიზატორს). 2012 წლის ივლისში, ოლიმპიადის საკვალიფილაციო ტურნირზე ოთხი ევროპული ქვეყანა იყო: რუსეთი, მაკედონია, ლიტვა და საბერძნეთი.

ყველამ, ვინც ოლიმპიურ ბატალიებში იყო ჩაბმული, ავტომატურად მიიღო ევრობასკეტ-2013-ზე თამაშის უფლება.

ამის თქმას შემდეგაც მოვასწრებთ, მაგრამ ახლაც დავწერთ: 2013 წლის ევრობასკეტი სლოვენიაში 4 სექტემბერს დაიწყება და 22-ში დასრულდება. შეჯიბრება სწორედ ისეთი სისტემით გაიმართება, როგორითაც ევრო-2011 ჩატარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული