ფრანგული პრესისთვის სრული მოულოდნელობა გახდა სიაში "ჩიკაგოს" ცენტრის, ჟოაკიმ ნოას არყოფნა, რომელსაც ოფიციალურად არ უთქვამს უარი კონტინენტის პირველობაში მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, შემადგენლობაში ვხედავთ ტონი პარკერს.
მთლიანად სია ასე გამოიყურება:
მცველები: ტონი პარკერი, ნანდო დე კოლო (ორივე - "სან ანტონიო", NBA), ტომას ერტელი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ანტუან დიო ("პარიზი"), ლეო ვესტერმანი ("პარტიზანი", სერბეთი), იანიკ ბოკოლო ("გრაველენი"), ევან ფურნიე ("დენვერი", NBA), ედვინ ჯექსონი ("ვილერბანი");
ფორვარდები: ნიკოლა ბატუმი ("პორტლენდი", NBA), მიკაელ ჟელაბალი
ცენტრები: ჟოფრეი ლოვერნი ("პარტიზანი", სერბეთი), რონი ტურიაფი ("კლიპერსი", NBA), ალექსის აჟინკა ("სტრასბური").
ჯგუფურ ეტაპზე ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტის მეტოქეები არიან: უკრაინა, გერმანია, ბრიტანეთი, ბელგია და ისრაელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხუან კარლოს ნავარო ევრობასკეტზე არ მიდის