აქამდე ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებოდა ჩეხეთის ნაკრები, თუმცა დანაკლისს ვერც ის გადაურჩა - თითქმის გადაწყვეტილია, რომ სექტემბერში ვერ ითამაშებს 31 წლის კაპიტანი პეტრ ბენდა.
მან თებერვალში, "ნიმბურკის" ერთ-ერთი შეხვედრისას ტრავმა მიიღო და სეზონი, როგორც ჩეხები წერენ, ფაქტობრივად, "ცალი ფეხით" ჩაამთავრა.
გამოცდილ კალათბურთელს იმედი ჰქონდა, რომ ზაფხულში დასვენება ფეხს არგებდა. ნაკრებთან ერთად წვრთნასაც შეუდგა, მაგრამ მესამე დღეს განაცხადა:
- გაწბილებული ვარ. ტრავმა საშუალებას არ მაძლევს გუნდთან ერთად სრულყოფილად მოვემზადო. დასვენება
ბენდა ევრო-2013-ის შესარჩევ ტურნირში საშუალოდ 12.5 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა. აი, რა თქვა კაპიტნის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა პაველ ბუდინსკიმ:
- პეტრის არყოფნა ორმაგად საწყენია. ერთი იმიტომ, რომ იგი გუნდის კაპიტანი და სამაგალითო კალათბურთელია. მეორეც - ბოლო წლებია, ნაკრების საკვანძო მოთამაშეა და თუ ევრობასკეტზე ვერ დაგვეხმარა, სქემების შეცვლაზე მოგვიწევს ზრუნვა.
ამხანაგურები
16 აგვისტო
თურქეთი-ჩეხეთი (სტამბოლი)
17 აგვისტო
თურქეთი-ჩეხეთი (სტამბოლი)
21 აგვისტო
რუსეთი-ჩეხეთი (ვილნიუსი)
22 აგვისტო
ფინეთი-ჩეხეთი (ვილნიუსი)
23 აგვისტო
ლიტვა-ჩეხეთი (ვილნიუსი)
28 აგვისტო
ბელგია-ჩეხეთი (ოოსტენდე)
29 აგვისტო
ბელგია-ჩეხეთი (ოოსტენდე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"