უკრაინის ბედი 22 მარტს გადაწყდება

AutoSharing Option
ევროპის კალათბურთის ფედერაცია 22 მარტს მიიღებს გადაწყვეტილებას - შეუნარჩუნოს თუ არა უკრაინას 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება. ამის შესახებ განაცხადა FIBA-ევროპის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკის კონტოსმა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას უკრაინაში,
- ამბობს კონტოსი. - მიუნხენში უკვე გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა, სადაც განიხილეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებული პრობლემები. 22 მარტს გაიმართება ფედერაციის სხდომა, სადაც გადაწყვეტენ - ჩატარდეს თუ არა ევრობასკეტი უკრაინაში, თუ ის სხვა ქვეყანაში უნდა გადაიტანონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული