ევრობასკეტი: ოპტიმალური ესპანეთი და იტალია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ დაასახელა 17 კალათბურთელი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებენ. სიაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ლეგიონერია შესული, "მინესოტას" გამთამაშებლის რიკი რუბიოს გარდა. მან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დიდი ხნის წინ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე.

ასევე განაცხადში ვერ მოხვდა "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი სერჟ იბაკა, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილება ორი მიზეზით პროგნოზირებადი იყო - კალათბურთელი მუხლის ტრავმას მკურნალობს და ნაკრებში ჩასვლის გარანტია არ წარმოუდგენია, გარდა ამისა, სკარიოლომ ადრე გამოაცხადა, რომ თუ ევრობასკეტზე თამაშს დათანხმდებოდა მარკ გასოლი, ერთი ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი
არა კონგოელ იბაკას, არამედ წარმოშობით ჩერნოგორიელ ნიკოლა მიროტიჩს შეხვდებოდა.

და კიდევ, ესპანეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის თავისი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დაკარგა. "ბარსელონას" მცველმა ხუან-კარლოს ნავარომ ქუსლის ტრავმა მიიღო და იძულებულია გამოტოვოს ევროპის ჩემპიონატი. როგორც კატალონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანი სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

ესპანეთის ნაკრების წინასწარი განაცხადი ასე გამოიყურება:

მცველები - სერხიო როდრიგესი, რუდი ფერნანდესი, სერხიო ლიული (ყველა - რეალი), ფერნანდო სან ემეტერიო (კლუბის გარეშე), პო რიბასი, გიიომ ვივესი (ორივე - ვალენსია), ხავი რაბასედა (ესტუდიანტესი), ხოაკიმ კოლომი (ბილბაო);
ფორვარდები - ვიქტორ კლავერი (კლუბის გარეშე), ალექსის აბრინესი (ბარსელონა), პაბლო აგილარი (ვალენსია), დანი დიესი (გიპუსკოა), ნიკოლა მიროტიჩი (ჩიკაგო, NBA);
ცენტრები - ფელიპე რეიესი (რეალი), მარკ გასოლი (მემფისი, NBA), პაუ გასოლი (ჩიკაგო, NBA), გილერმო ერნანგომესი (სევილია).

* * *
იტალიის ნაკრები თითქმის ჩამოყალიბდა ევრობასკეტის საბოლოო განაცხადთან დაკავშირებით. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე პიანიჯანიმ 16-კაციანი სია გამოაქვეყნა და წელს, ყველა წამყვანი მოთამაშის იმედი ექნება.

შემადგენლობაშია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში იტალიის ოთხივე წარმომადგენელი - მარკო ბელინელი, ანდრეა ბარნიანი, დანილო გალინარი და ლუიჯი დატომე, სრული სია კი ასე გამოიყურება:

მცველები - ანდრეა ჩინჩარინი, ამადეო დელა ვალე (ორივე - რეჯო ემილია), ალესანდრო ჯენტილე (მილანი), დენიელ ჰეკეტი (თავისუფალი აგენტი), ჯუზეპე პოეტა (მანრესა, ესპანეთი), ლუკა ვიტალი (გრან კანარია, ესპანეთი), მარკო ბელინელი (სან ანტონიო, NBA);
ფორვარდები - პიეტრო არადორი (ვენეცია), დავიდე პასკოლო (ტრენტო), ნიკოლო მელი (მილანი), ახილე პოლონარა (რეჯო ემილია), დანილო გალინარი (დენვერი, NBA), ლუიჯი დატომე (ბოსტონი, NBA);
ცენტრები - მარკო კუზინი (კრემონა), რიკარდო ჩერვი (რეჯო ემილია), ანდრეა ბარნიანი (ნიუ იორკი, NBA).
ჯგუფურ ეტაპზე იტალია ბერლინში ითამაშებს. ქვეჯგუფში მისი მეტოქეები იქნებიან: გერმანია, სერბეთი, ესპანეთი, თურქეთი და ისლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული