მარიო ჰეზონია ხორვატიის ნაკრებში ევრობასკეტზე სათამაშოდ არ მიდის

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ფორვარდი მარიო ჰეზონია არ ითამაშებს 2015 წლის ევრობასკეტზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

ორი დღის წინ 20 წლის კალათბურთელი შეხვდა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ველიმირ პერასოვიჩს და საკუთარი გადაწყვეტილება აცნობა.

როგორც იტყობინებიან, კალათბურთელმა ეს ნაბიჯი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უკეთ ადაპტირებისთვის გადადგა. მომავალი სეზონი სადებიუტო იქნება მისთვის NBA-ში.

შეგახსენებთ, რომ ჰეზონია "ორლანდომ" წლევანდელ დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული