სრულად ბერძნების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები - ნიკოს ცისისი (ბამბერგი, გერმანია), ვასილის სპანულისი, ვანგელის მაცარისი (ორივე - "ოლიმპიაკოსი"), ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი"), კოსტას სლუკასი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი);
ფორვარდები: კოსტას პაპანიკოლაუ (დენვერი, NBA), იანის ანტენტოკუნმპო ("მილუოკი", NBA), ვლადიმირ იანკოვიჩი (პანათინაიკოსი), სტრატოს პერპეროგლუ (ბარსელონა, ესპანეთი),
ცენტრები: იოანის ბურუსისი (უკლუბოდ), კოსტა კუფოსი (საკრამენტო, NBA), ზისის სარიკოპულოსი (აეკ).
სიაში 15 კალათბურთელია და აქედან 12 გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. ყურადღებას იქცევს შემადგენლობაში ცნობილი "მაღლების" - ლუკას მავროკეფალიდისის, სოფოკლის შორცანიდისისა და ანტონის ფოცისის არყოფნა. მავროკეფალიდისს დიდი ხანია კონფლიქტი აქვს ადგილობრივ ფედერაციასთან, დანარჩენ ორ ვეტერანს კი, როგორც ჩანს, კაციკარისმა კუფოსი ამჯობინა.
* * *
"ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ომერ აშიქი იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთის ნაკრების საწვრთნელი შეკრება.
სამედიცინო შემოწმებამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ზურგის სერიოზული ტრავმა დაუდგინა, რაც აშიქს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას არ მისცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"