როგორც გაირკვა, მოთამაშეები უკმაყოფილონი დარჩნენ ნაკრებიდან სამი წამყვანი მოთამაშის გაშვებით.
ესენი არიან: კაპიტანი ანტონ პონკრაშოვი, იგორ ვიალცევი და ევგენი ვორონოვი. მათი დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ტრავმები დასახელდა.
ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა დმიტრი დომანიმ აღნიშნა, რომ ამ კალათბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს მათ, სრული დატვირთვით ივარჯიშონ და ითამაშონ.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს, ხოლო
არადა, ნაკრების სხვა მოთამაშეები ამტკიცებდნენ, რომ პონკრაშოვს, ვიალცევსა და ვორონოვს მართლაც ჰქონდათ მცირე დაზიანებები, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლიდა მათ თამაშში.
საბოლოოდ, პრობლემა მოგვიანებით მოგვარდა, როცა ტრიო ნაკრების შეკრებაზე დააბრუნეს.
"ეს თავად კალათბურთელების თხოვნაა. ისინი ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშს დათანხმდნენ. გარკვეულ რისკზეც მიდიან, მაგრამ აგრძელებენ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის", - განაცხადა რუსეთის ნაკრების ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ ივლისში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს ქვეყნის კალათბურთის ფედერაციაში არსებული პროცედურული დარღვევების გამო, თუმცა, მოგვიანებით, შეცვალა ეს გადაწყვეტილება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"