რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა

AutoSharing Option

ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, რუსეთმა საბერძნეთი 74:69 დაამარცხა. პირველი ტაიმი ბერძნების დომინირებით დაიწყო და რუსებიც პატარა სურპრიზებს გვთავაზობდნენ. პირველი მეოთხედი შემტევი კალათბურთითა და სანახაობრივი მომენტებით გამოირჩეოდა. ბერძნებმა შვიდ ქულიანი უპირატესობით მოიგეს და ფავორიტის სტატუსი გაიმყარეს.

მაგრამ მეორე მეოთხედში, ორივე გუნდმა აქცენტი დაცვაზე გააკეთა და ნაკლები ბურთებიც ვარდებოდა. რუსები ცდილობდნენ, ბერძნებისთვის ყველა ის ზონა დაეკეტათ, რაშიც პირველ მეოთხედში დაიჯაბნენ. სამაგიეროდ შეტევაში ქულების რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ. პლუს ერთი ქულა იყო რუსების მონაგარი, რაც ამ მეოთხედში გამოუვიდათ.

მესამე მეოთხედში რუსეთი უფრო კომპრომისზე
წავიდა და გარკვეული რისკის ფასად, ქულების დაგროვებას ცდილობდნენ. რაზეც უნდა ითქვას, რომ შეძლებისდაგვარად შეძლეს და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს.

მეოთხე მეოთხედის პირველ ხუთ წუთში,  საბერძნეთს საერთოდ არაფერი გამოსდიოდა და რუსების ყველა ბურთი კი კალათში მიდოიდა. საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მისასის, მიერ აღებულმა წუთ შესვენებამ თითქოს ბერძნები გამოაფხიზლა. მაგრამ უკვე გვიანი იყო და გამარჯვება რუსეთს დარჩა.

რუსეთი ნახევარფინალში, იტალია - სერბეთის გამარჯვებულს შეხვდება.

რუსეთში 26 ქულით შვედი და 15 ქულით მოზგოვი გამოირჩა. საბერძნეთში საუკეთესო 25 ქულით კალატესი იყო.
საბერძნეთი - რუსეთი 69:74 (24:17, 13:14, 16:20, 16:23)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ რუსეთის ....,მერე რუსეთის გულშემატკივარის ....!
2
ვულოცავ რუსებს მაგარი თამაში შემოატრიალე შვედი არის მთელი რუსეთის ნაკრები მსიამოვნებს შვედის თამაშის ყურება
Gigilo
22:03 13-09-2017
8

სიახლეები პოპულარული