ევრობასკეტი 2015: სენსაცია რიგაში, პარკერი ისტორიაში

AutoSharing Option
ბელგიელი მეტ ლოიესკის ბაზერ-ბიტერის შემდეგ წლევანდელ ევრობასკეტზე ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი სენსაცია მოხდა - ბელგიამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ლიტვის ნაკრები დაამარცხა.

ბალტიისპირელებმა ძალიან კარგად დაიწყეს შეხვედრა და კომფორტული უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ მეორე მეოთხედში ბელგიელთა 10:0 გაქცევა მიიღეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ბელგიას კიდევ ერთხელ მოუწია წინ გასული მეტოქის დაწევა. საფინალო სირენამდე 2.05-ით ადრე ლიტვა 74:68-ს იგებდა, მაგრამ ჯერ აქსელ ერველმა ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ კი იონას ვალანჩუნასის შეცდომისას იგივე გააკეთა ჯონათან ტაბუმ და ანგარიში გათანაბრდა. და ამის შემდეგ იყო უკვე ნახსენები
ლოიესკის გადამწყვეტი ტყორცნა.

ბელგიელების გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამქულიანები გახდა - ბოლო მეოთხედში ათიდან ხუთი შორეული ტყორცნა ჩააგდეს, სულ კი 26-დან 11.

გუშინ ისტორიული დღე იყო ტონი პარკერისთვის და მთლიანად, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. კერძოდ, საფრანგეთის ნაკრების გამთამაშებელი ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუშინდელ მატჩამდე პარკერი პირველ ადგილს იყოფდა ლეგენდარულ ბერძენთან, ნიკოს გალისთან - ორივეს 1030 ქულა ჰქონდა დაგროვებული. ასე რომ, "სან ანტონიოს" მცველს ერთპიროვნული რეკორდსმენობისთვის ერთი ქულა სჭირდებოდა პოლონეთთან გუშინდელ მატჩში, მან კი 16 აიღო და ყველაზე შედეგიანი გახდა თავის გუნდში. საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ამართლებს A ჯგუფში ფავორიტის სტატუსს.

საინტერესოა, რომ ნიკოს გალისს 1030 ქულის დასაგროვებლად 33 მატჩი დასჭირდა, პარკერმა კი მისი რეკორდი ევრობასკეტზე რიგით 62-ე მატჩში მოხსნა.

A ჯგუფი
ფინეთი-რუსეთი 81:79
16:20, 20:18, 27:26, 18:15
ფ: მერფი (19+7 მოხსნა), სალინი (16), კოპონენი (12+6 პასი), ჰაფი (10), კოტი (7+7 მოხსნა+4 პასი), კაუნისტო (5), ლი (4+5 მოხსნა), ნუუტინენი (4), აჰონენი (2), უილსონი (2).
რ: ფრიძონი (22+4 პასი), ვორონცევიჩი (13+11 მოხსნა+5 პასი), ხვოსტოვი (11+5 პასი), ზუბკოვი (11), მონია (7+4 ჩაჭრა+3 პასი), ანტონოვი (6), ვიალცევი (5), ყურბანოვი (2), პატეევი (1), პონკრაშოვი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50.8/48.3), სამქულიანები (42.9/44.4), საჯარიმოები (66.7/72.2).

ისრაელი-ბოსნია 84:86 (ო)
29:16, 16:19, 15:25, 15:15, 9:11
ი: კასპი (29+6 მოხსნა+5 პასი), ელიაჰუ (14+6 პასი+5 მოხსნა), მეკელი (14+7 პასი), ფიშერი (12+8 მოხსნა+3 დაფარება), ოჰაიონი (6+4 პასი), ლიმონადი (6), ივზორი (2), დოუსონი (1).
ბ: გორდიჩი (22+3 პასი), კიკანოვიჩი (17), სტიპანოვიჩი (16+18 მოხსნა), რენფრო (12+8 პასი+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), სუტალო (12), პაშალიჩი (3), ალბიანიჩი (2), მილოშევიჩი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (58.3/40), სამქულიანები (53.8/37.9), საჯარიმოები (41.2/65.2).

საფრანგეთი-პოლონეთი 69:66
14:14, 16:12, 22:21, 17:19
ს: პარკერი (16+3 პასი), დე კოლო (12+8 მოხსნა), ჟელაბალი (12), დიაო (9+5 პასი), გობერი (8+7 მოხსნა+3 დაფარება), ბატუმი (4+3 პასი), კაუდი (2), ლოვერნი (2), პიეტრუსი (2), ფურნიე (2).
პ: ვაჩინსკი (18), გორტატი (10+11 მოხსნა), პონიტკა (10), სლოტერი (9+3 პასი), კულიგი (5+9 მოხსნა), კოშარეკი (4+3 პასი), ცელი (4+6 მოხსნა), ზამოისკი (3), კარნოვსკი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.6/41.9), სამქულიანები (15.4/26.1), საჯარიმოები (75/61.5).

მ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 3 0 247-207 6
2. ისრაელი 2 1 239-225 5
3. პოლონეთი 2 1 216-212 5
4. ფინეთი 1 2 234-255 4
5. ბოსნია 1 2 204-233 4
6. რუსეთი 0 3 231-239 3

D ჯგუფი
ლიტვა-ბელგია 74:76
20:12, 15:23, 19:22, 20:19
ლ: ვალანჩუნასი (25+12 მოხსნა), იანკუნასი (13+4 პასი), საბონისი (10), კალნიეტისი (7+13 პასი), კუზმინსკასი (7+6 მოხსნა), მაჩიულისი (4), სეიბუტისი (4), ლეკავიჩუსი (2), მილაკნისი (2).
ბ: ლოიესკი (20+5 პასი), ტაბუ-ებომა (16+3 პასი), ვან როსომი (13+5 პასი), ერველი (11), მვემა (10), ბოსკო (2+3 პასი), ჟილე (2+4 პასი), ტუმბა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.4/51.7), სამქულიანები (7.7/42.3), საჯარიმოები (86.4/60).

ჩეხეთი-ლატვია 65:72
22:17, 11:23, 9:11, 23:21
ჩ: სატორანსკი (22+9 პასი+5 მოხსნა), ვესელი (17+11 მოხსნა), შილბი (11), აუდა (7), პუმპრლა (6), იელინეკი (2), ბენდა (0+6 მოხსნა).
ლ: ბლუმსი (14), ბერძინსი (11+6 მოხსნა), სტრელნიექსი (11+7 პასი), ბერტანში (9+3 პასი), ტიმა (7+8 მოხსნა), მეიერსი (6+5 მოხსნა), ფრეიმანისი (6+8 მოხსნა), იანიჩენოკსი (6), მეიერისი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37.3/47.4), სამქულიანები (21.1/30.4), საჯარიმოები (45.8/84.6).

უკრაინა-ესტონეთი 71:78
15:14, 23:14, 6:22, 27:28
უ: რენდლი (22+4 პასი), მიშულა (11), ზაიცევი (10), კორნიენკო (8+5 მოხსნა), ლიპოვი (7), ფესენკო (6), პუსტოზვონოვი (4+7 მოხსნა), ტიმოფეენკო (3+5 მოხსნა).
ე: არბეტი (26), ვეიდემანი (15+6 პასი+6 მოხსნა), ტალტსი (10+7 მოხსნა), კანგური (9+3 პასი), ვენე (5+8 მოხსნა), სოკი (5+6 პასი), კურბასი (5), ტოომე (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (37.5/39.7), სამქულიანები (26.1/33.3), საჯარიმოები (79.3/77.3).

მ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 2 1 223-193 5
2. ბელგია 2 1 227-207 5
3. ლიტვა 2 1 211-193 5
4. ლატვია 2 1 199-200 5
5. ესტონეთი 1 2 190-235 4
6. უკრაინა 0 3 203-225 3

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა აშშ? რა კობი ბრაიანტი?
ეხლა ღადაობთ თუ რა ხდება?
პარკერია საფრანგეთის ფორმაში პოლონეთის წინააღმდეგ. დაგუგლე ძმა "კობი ბრაიანტი" და მერე EMAGE-ზე გადადი, სურათს ამოგიგდებს. :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
arvela
08 სექტემბერი 2015 18:08
0
kobize ityvis toni parkeris surati ra pontshi devso:
fff
08 სექტემბერი 2015 11:39
0
სად ხედავ ძმა კობი ბრაიანტს? >?:) :)
დიმა
08 სექტემბერი 2015 11:02
0
და ეს აშშ-ს ნაკრების სურათი თავის კობი ბრაიანტით რა შუაშია ევროპის ჩემპიონატთან ? :)
dave
08 სექტემბერი 2015 09:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული