ევრობასკეტი 2015: მაკედონიამ წააგო, ჯერი ჩვენზეა

AutoSharing Option
სლოვენიამ დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა მესამე ტურში - 81:74. "ნარინჯისფრებმა" საქართველოს ძლევის შემდეგ, სლოვენიის ნაკრების დამარცხებაც სცადეს, როცა მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე 16:0 გაქცევა შეასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს - 41:41.

შემდეგ იყო სლოვენიის 10:0 სპურტი და ათი ქულით დაწინაურება, მაგრამ "მწვანეებმა" მაინც ვერ აიცილეს თავიდან ნერვული დასასრული. ბოლო წუთებზე მათი უპირატესობა ორ ქულამდე დავიდა (72:70), რის შემდეგაც ზორან დრაგიჩმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო
და ამით მატჩის ბედი გადაწყვიტა.

სლოვენიამ 10 სამქულიანი ჩააგდო და მეტოქის შეცდომების შემდეგ 25 ქულა მიითვალა.

* * *
მაკედონიის ნაკრებმა გვარიანად ანერვიულა ხორვატიის ნაკრები და მასთან ერთად, საქართველოს გულშემატკვრები. პირველ ტაიმში მასპინძლები ხშირად მდევრის როლში იყვნენ და დიდი შესვენებისთვის ორი ქულით ჩამორჩნენ. ხორვატიამ მატჩის ბედი მესმე მეოთხედის ბოლო რვა წუთში გადაწყვიტა, როცა 16:5 გაქცევა მოახერხა და ათქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეოთხე მეოთხედი კი სიმონისა და ბოგდანოვიჩის სამქულიანებით დაიწყო, რის შემდეგაც მაკედონიამ მომავალი მატჩისთვის ძალების შენახვა გადაწყვიტა.

ხორვატიამ მხოლოდ ექვსი სამქულიანი გამოიყენა 24-დან, სამაგიეროდ, სამწამიანში დომინირებდა - 38 ქულა.

* * *
გადავიდეთ B ჯგუფში, სადაც სერბეთმა გააგრძელა მოგებათა სერია. ამჯერად, ლიდერი ძალიან იოლად გაუსწორდა ისლანდიას - 93:64.

სერბები სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდნენ, ორნიშნა უპირატესობას კი მეორე მეოთხედის ბოლოსკენ მიაღწიეს და ამის შემდეგ, სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა. ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა სერბეთმა მესამე მეოთხედის ბოლოს 10:0 გაქცევა მოაწყო და 19 ქულით დაწინაურდა.

ჯგუფის ლიდერმა 32 შედეგიანი პასით დაასრულა შეხვედრა, რაც ტურნირის რეკორდია, გარდა ამისა, 79 (!) პროცენტის სიზუსტით ისროლა ორქულიანები.

* * *
ძალიან გაირთულა პლეი ოფში გასვლის საქმე B ჯგუფის მასპინძელმა გერმანიამ, რომელმაც მეორე მატჩი წააგო, ამჯერად, თურქეთთან. ამ უკანასკნელმა ფანტასტიკურად დაიწყო შეხვედრა - 9:0 სპურტით გახსნა მატჩი, პირველი მეოთხედის ბოლოსკენ კი 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 29:8. დარჩენილი დრო გერმანიამ მეტოქის სდევნას მოანდომა, მაგრამ ხუთი ქულით მაინც დამარცხდა. გერმანიას რჩება მატჩები ესპანეთთან და იტალიასთან და შესაბამისად, ამ გუნდის პერსპექტივები ბუნდოვნად მოსჩანს.

* * *
გუშინ, B ჯგუფში გაიმართე დღისა და მთლიანად ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა - ესპანეთი-იტალია. შეხვედრის პირველ ტაიმმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ლიდერი 11-ჯერ შეიცვლა. მესამე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა ესპანეთმა მატჩში ყველაზე დიდ სხვაობას მიაღწია - 47:42, მაგრამ ამას მოჰყვა იტალიის 15:0 გაქცევა და ათი ქულით დაწინაურება. ამის შემდეგ, აპენინელებმა ახლოსაც არ მიიკარეს მეტოქე.

ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა იტალიელთა ტრიომ გალინარის, ბელინელისა და ბარნიანის შემადგენლობით. მათ ერთად 74 ქულა დააგროვეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ბელინელი, რომელმაც მესამე მეოთხედში ხუთი სამქულიანი ჩააგდო, სულ კი მატჩში შვიდი შორეული ტყორცნა გამოიყენა ცხრიდან.

ესპანელეთა რიგებში კი მხოლოდ ერთი კალათბურთელის გამოყოფა შეიძლება -პაუ გასოლმა 34 ქულით, მიმდინარე ევრობასკეტზე შედეგიანობის რეკორდი დაამყარა.

B ჯგუფი
სერბეთი-ისლანდია 93:64
24:16, 18:16, 25:16, 26:16
ს: ნედოვიჩი (15+4 პასი), რადულიცა (13), კალინიჩი (12+5 პასი), კუზმიჩი (11), ბოგდანოვიჩი (9+7 მოხსნა+6 პასი), მილოსავლევიჩი (8+3 პასი), ბიელიცა (7), მილუტინოვიჩი (6), ტეოდოშიჩი (4+6 პასი), სიმონოვიჩი (3), ერცეგი (3), მარკოვიჩი (2+5 მოხსნა).
ი: გუნარსონი (18), ვილჰიამსონი (9), ბაირინჰსონი (8+3 ჩაჭრა), სიგურდარსონი (6+6 მოხსნა), ჰერმანსონი (6+5 მოხსნა), ერმოლინსკი (6), პაულსონი (3+4 პასი), სტეფანსონი (3+4 პასი), მაგნუსონი (3), სტეინარსონი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (64.2/31.9), სამქულიანები (40/25), საჯარიმოები (73.9/83.3).

გერმანია-თურქეთი 75:80
11:31, 13:10, 19:19, 32:20
გ: შრიოდერი (24+6 პასი+5 მოხსნა), ნოვიცკი (15+5 მოხსნა), ბენცინგი (13), ლო (7), პლიასი (7), ფოიგტმანი (4), შაფარციკი (3+4 პასი), გიფი (2).
თ: ოსმანი (17+5 მოხსნა), ერდენი (16+9 მოხსნა+4 მოხსნა+4 პასი), მუჰამედი (15+5 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ილიასოვა (15), გიულერი (11+3 პასი), მაჰმუთოგლუ (6).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.4/45), სამქულიანები (19.2/45), საჯარიმოები (96.3/68).

ესპანეთი-იტალია 98:105
20:19, 25:23, 18:31, 35:32
ე: გასოლი (34+10 მოხსნა+5 პასი), მიროტიჩი (13+6 მოხსნა), ლიული (9+9 პასი), რეიესი (9), რიბასი (8), სან ემეტერიო (8), ფერნანდესი (7+6 მოხსნა+4 პასი), ერნანგომესი (6), როდრიგესი (4+4 პასი).
ი: გალინარი (29+8 მოხსნა+6 პასი), ბელინელი (27+7 პასი), ბარნიანი (18), ჯენტილე (13+6 მოხსნა), არადორი (11), მელი (4), კუზინი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (54/50), სამქულიანები (33.3/45.8), საჯარიმოები (88.9/88.2).

მ წ ბ ქ
1. სერბეთი 3 0 241-200 6
2. იტალია 2 1 263-251 5
3. თურქეთი 2 1 246-266 5
4. ესპანეთი 1 2 272-262 4
5. გერმანია 1 2 212-213 4
6. ისლანდია 0 3 193-235 3

C ჯგუფი
სლოვენია-ჰოლანდია 81:74
23:15, 18:14, 16:23, 24:22
ს: პრეპელიჩი (16+6 პასი), დრაგიჩი (13+6 მოხსნა+5 პასი), ბლაჟიჩი (13), ომიჩი (11+7 მოხსნა), კლობუჩარი (9+6 მოხსნა), ბალაჟიჩი (7), სლოკარი (4+3 პასი), ზუპანი (3+3 პასი), იოკსიმოვიჩი (3), ნიკოლიჩი (2).
ჰ: კლოფი (25+6 მოხსნა+4 პასი), დე იონგი (19+6 მოხსნა), სმოილდერსი (14), დე იონგი (6+5 მოხსნა), ნორელი (6), აკერბომი (2), შაფტენაარი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45/49), სამქულიანები (32.3/44.4), საჯარიმოები (89.5/71).

ხორვატია-მაკედონია 73:55
15:18, 15:14, 22:10, 21:13
ხ: შარიჩი (15+7 მოხსნა+4 პასი), ბოგდანოვიჩი (13+6 მოხსნა+3 პასი), სიმონი (12+5 პასი), ტომიჩი (10+9 მოხსნა), ჟორიჩი (8+6 მოხსნა), სტიპჩევიჩი (7), უკიჩი (7), ჰეზონია (1+3 პასი).
მ: სამარძინსკი (10+5 მოხსნა), სტოიანოვსკი (9+3 პასი), სტოიანოვსკი (9), ილიევსკი (7+3 პასი), გუროვსკი (5), სიმონოვსკი (5), ტრაიკოვსკი (5), კოსტოკი (3), მლადენოვსკი (2), ჰენდრიქსი (0+6 მოხსნა+3 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.6/36.8), სამქულიანები (25/34.6), საჯარიმოები (75/66.7).

მ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 3 0 236-203 6
2. ხორვატია 2 1 223-200 5
3. სლოვენია 2 1 233-222 5
4. ჰოლანდია 1 2 218-231 4
5. მაკედონია 1 2 198-229 4
6. საქართველო 0 3 208-231 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"მაკედონიამ წააგო, ჯერი ჩვენზეა" გვამცნობს ავტოტი და იმასაც ვერ ხვდება, რომ ამ სათაურის მიხედვით, ჩვენც უნდა წავაგოთ. გია თვალაბეიშვილო, აბა კარგად დაფიქრდი!!.
gela
17:40 09-09-2015
0
რა უაზრო სტატიაა საერთოდ ვერ გაიგებ ვერაფერს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული