ამასთან, უკრაინელებს თავიანთ გუნდში ლეგიონერთა ნატურალიზებაც სურთ.
"ჩვენ ლეგიონერთა ნაკრებში ნატურალიზებაზე ვმუშაობთ, მაგრამ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით'', - განაცხადა ვოლკოვმა, რომელმაც ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ფრატელოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
63 წლის ფრატელო NBA -ში "ატლანტას" (1983-1990), "კლივლენდსა" (1993-1999) და "მემფისს'' (2004-2007) წვრთნიდა. ამ გუნდებთან მისი გამარჯვებების მაჩვენებელი 54,7%-ია.