რას არგებს არგენტინელი ბრაზილიელებს?

AutoSharing Option
ბრაზილიის საკალათბურთო ნაკრების არგენტინელმა დამრიგებელმა რუბენ მანიანომ იმ 12 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, ვისაც თურქეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეყრდნობა.

ბრაზილიელმა კალათბურთელებმა ნიუ იორკში პუერტო რიკოს ნაკრებთან საკონტროლო მატჩი 55:77 დათმეს და მანიანომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ გამოამზეურა თურქეთში წამსვლელთა სია. ბრაზილიელები ესპანეთს გაემგზავრნენ, სადაც ზეგ ადგილობრივ ეროვნულ გუნდს გაეჯიბრებიან, ხოლო სამშაბათს რუბენ მანიანოს ბრაზილიური რაზმი არგენტინის ნაკრებს გაეჯიბრება. სხვათა შორის, ეს სწორედ ის რუბენ მანიანოა, ვისი ხელმძღვანელობითაც არგენტინის ნაკრებმა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვა.

22-24 ივლისს ბრაზილიის ნაკრები საფრანგეთში ვირჯინიის
კუნძულების, ავსტრალიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად ლიონის ოთხთა ტურნირზე იასპარეზებს, რამდენიმე დღეში კი მსოფლიოს ჩემპიონატიც დაიწყება, სადაც ბრაზილია B ჯგუფში ხორვატიის, ირანის, ტუნისის, სლოვენიისა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იბრძოლებს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის.

რაც შეეხება მანიანოს რჩეულებს, მათ შორის უმაღლესი დონის შემსრულებლებიც არიან - NBA-ში საკმაოდ ავტორიტეტული ლეანდრუ ბარბოზა, ანდერსონ ვარეჟანი, ტიაგუ სპლიტერი და ნენე ილარიუ. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშის გამოცდილება ალექს გარსიასაც აქვს. დანარჩენები კი ევროპულ და ბრაზილიურ კლუბებში თამაშობენ:

ცენტრები: ტიაგუ სპლიტერი ("სან ანტონიო", NBA), ნენე ილარიუ ("დენვერი", NBA), მურილუ ბეკერი ("მინას ტენის კლუბი");

ფორვარდები: ანდერსონ ვარეჟანი ("კლივლენდი", NBA), მარკუს ვინისიუსი ("პინეირუში"), გილიერმე ჯოვანონი ("ბრაზილია"), მარსელინიუ მაშადუ ("ფლამენგო");

მცველები: ლეანდრუ ბარბოზა ("ტორონტო", NBA), ალექს გარსია ("უნივერსუ"), მარსელუ უერტასი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ნეზინიუ ("ბრაზილია"), რაულ ნეტუ ("მინას ტენის კლუბი").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული