ბრაზილიელმა კალათბურთელებმა ნიუ იორკში პუერტო რიკოს ნაკრებთან საკონტროლო მატჩი 55:77 დათმეს და მანიანომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ გამოამზეურა თურქეთში წამსვლელთა სია. ბრაზილიელები ესპანეთს გაემგზავრნენ, სადაც ზეგ ადგილობრივ ეროვნულ გუნდს გაეჯიბრებიან, ხოლო სამშაბათს რუბენ მანიანოს ბრაზილიური რაზმი არგენტინის ნაკრებს გაეჯიბრება. სხვათა შორის, ეს სწორედ ის რუბენ მანიანოა, ვისი ხელმძღვანელობითაც არგენტინის ნაკრებმა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვა.
22-24 ივლისს ბრაზილიის ნაკრები საფრანგეთში ვირჯინიის
რაც შეეხება მანიანოს რჩეულებს, მათ შორის უმაღლესი დონის შემსრულებლებიც არიან - NBA-ში საკმაოდ ავტორიტეტული ლეანდრუ ბარბოზა, ანდერსონ ვარეჟანი, ტიაგუ სპლიტერი და ნენე ილარიუ. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშის გამოცდილება ალექს გარსიასაც აქვს. დანარჩენები კი ევროპულ და ბრაზილიურ კლუბებში თამაშობენ:
ცენტრები: ტიაგუ სპლიტერი ("სან ანტონიო", NBA), ნენე ილარიუ ("დენვერი", NBA), მურილუ ბეკერი ("მინას ტენის კლუბი");
ფორვარდები: ანდერსონ ვარეჟანი ("კლივლენდი", NBA), მარკუს ვინისიუსი ("პინეირუში"), გილიერმე ჯოვანონი ("ბრაზილია"), მარსელინიუ მაშადუ ("ფლამენგო");
მცველები: ლეანდრუ ბარბოზა ("ტორონტო", NBA), ალექს გარსია ("უნივერსუ"), მარსელუ უერტასი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ნეზინიუ ("ბრაზილია"), რაულ ნეტუ ("მინას ტენის კლუბი").