რევოლუცია კალათბურთში - მსოფლიოს ჩემპიონატზეც შესარჩევს ვითამაშებთ

AutoSharing Option
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 24-დან 32 გუნდამდე გაიზრდება და ახალი წესებით გაიმართება, - წერია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-რელიზში, რომელიც 11 ნოემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნდა.

ძირითადად, ცვლილებები შეეხება საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორი წელი გაგრძელდება. ამ შეჯიბრის რანგში ყველა გუნდი ორ დივიზიონად დაიყოფა და თითოში იქნება სამი-ოთხი ნაკრებისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი. შერჩევის ზუსტი პროცედურა გაურკვეველია, მაგრამ პრეს-რელიზში წერია, რომ ჯგუფების წაგებულებსაც რჩებათ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი. შესარჩევ მატჩებს ნაკრებები შინ და გარეთ ჩაატარებენ.

ასევე, 2017 წლიდან შეიცვლება
კალათბურთში რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარების რეგლამენტი. მათ შორისაა ევროპის ჩემპიონატი. ახლა ეს ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება, ნაცვლად ორი წლისა, როგორც ეს ამჟამად ხდება. რეგიონალური ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატი - 2014 წელს, ესპანეთში ძველი წესებით ჩატარდება. ახალი რეგლამენტით კი მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართება (და არა 2018 წელს). ამ ჩემპიონატზე გამოვლინდებიან 2020 წლის ოლიმპიადის მონაწილეები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული