"წამყვანი მოთამაშეების არყოფნას სამი მიზეზი აქვს: მათ უბრალოდ არ სურთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, ან ტრავმები აწუხებთ, ან კიდევ დაღლილი არიან გასული სეზონის შემდეგ. მათი არჩევანი ჩვენთვის გასაგებია", - განაცხადა ამერიკის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ.
საბოლოოდ ისე
ერთი ვარსკვლავის გარეშე დარჩა სერბეთის ნაკრები. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს ცენტრი დარკო მილიჩიჩი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "მინესოტა ტიმბერვულვზთან" გააფორმა კონტრაქტი. როგორც ირკვევა, სწორედ კლუბმა არ მისცა მილიჩიჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
და კიდევ, პლანეტის პირველობაზე ვერ ვიხილავთ გასული ევროლიგის საუკეთესო მოთამაშეს, ბელგრადის "პარტიზანის" ცენტრ ალექს მარიჩს. წარმოშობით ხორვატ კალათბურთელს ავსტრალიის ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ მარიჩმა გუნდის ხელმძღვანელობას უარი შეუთვალა. ალექსმა მიზეზად გასულ სეზონში მიღებული მუხლის ტრავმა დაასახელა.