ამერიკა მხოლოდ ორი ჩემპიონით

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ გასულმა სეზონმა ძალიან ბევრი ენერგია წაართვა და ამის გამო არ გაემგზავრება თურქეთში სათამაშოდ. უარის სხვა მიზეზი აქვს "დენვერ ნაგეტსის" ფორვარდ კარმელო ენტონის - მას ამ კვირას ქორწილი აქვს და მთელი ზაფხულის ოჯახთან ერთად გატარებას აპირებს.

"წამყვანი მოთამაშეების არყოფნას სამი მიზეზი აქვს: მათ უბრალოდ არ სურთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, ან ტრავმები აწუხებთ, ან კიდევ დაღლილი არიან გასული სეზონის შემდეგ. მათი არჩევანი ჩვენთვის გასაგებია", - განაცხადა ამერიკის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ.

საბოლოოდ ისე
გამოვიდა, რომ 2008 წლის ოლიმპიური გუნდიდან წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ დერონ უილიამსი და კრის პოლი გაემგზავრებიან. ამერიკელები შეკრებას ლას ვეგასში 19-24 ივლისს გაივლიან, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება 12-კაციანი განაცხადი. ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ის მეტოქეები იქნებიან ხორვატიის, ბრაზილიის, ირანის, ტუნისისა და სლოვენიის ნაკრებები.

ერთი ვარსკვლავის გარეშე დარჩა სერბეთის ნაკრები. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს ცენტრი დარკო მილიჩიჩი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "მინესოტა ტიმბერვულვზთან" გააფორმა კონტრაქტი. როგორც ირკვევა, სწორედ კლუბმა არ მისცა მილიჩიჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

და კიდევ, პლანეტის პირველობაზე ვერ ვიხილავთ გასული ევროლიგის საუკეთესო მოთამაშეს, ბელგრადის "პარტიზანის" ცენტრ ალექს მარიჩს. წარმოშობით ხორვატ კალათბურთელს ავსტრალიის ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ მარიჩმა გუნდის ხელმძღვანელობას უარი შეუთვალა. ალექსმა მიზეზად გასულ სეზონში მიღებული მუხლის ტრავმა დაასახელა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული