NBA-ში შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს

AutoSharing Option
ერთ-ერთი ინტერნეტრესურსის ინფორმაციით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 32 გუნდამდე გაიზრდება.

როგორც იტყობინებიან, დასავლეთ კონფერენციაში ორი ახალი გუნდი გამოჩნდება, ხოლო კონფერენციაში გუნდების რაოდენობის გასათანაბრებლად, აღმოსავლეთში გადავა "ნიუ ორლეანი" ან "მემფისი".

გაფართოების სავარაუდო თარიღია - 2019-20 წლების სეზონი. მთავარი პრეტენდენტები არიან - სიეტლი და მეხიკო-სიტი. ასევე პრეტენზიას აცხადებენ - ლუისვილი, ლას ვეგასი და ვანკუვერი.

როგორც ჩანს, სიეტლის საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია. ამ ქალაქის NBA-ში დაბრუნებაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ, მით უმეტეს, რომ იქ თანამედროვე არენა შენდება.

ბოლო ორი წელია, სხვადასხვა შემოწმება მიმდინარეობს მეხიკო-სიტიში. აქ ყოველ
წელს ტარდება NBA-ს მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული