გრეგ პოპოვიჩი: ტრამპს სიტყვაც არ დაეჯერება

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კომენტარი გაუკეთა საპროტესტო გამოსვლებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

"მათი რეაქცია გასაგებია. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ნდობის ყველაზე დაბალი დონე აქვს ისტორიაში. და სწორედ ასეთი სტატუსით შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას. ბევრ ადამიანს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰილარიმ მოიგო პირდაპირი არჩევნები, არ ესმის ტრამპის მოქმედებების.

მათ უბრალოდ სურთ, რომ ახალ პრეზიდენტს ეყოს გონიერება და ჩაიდინოს რეალურად გამაერთიანებელი საქციელი და არა უბრალოდ, დაპირებები გასცეს.

მას შეეძლო მოსახლეობის იმ ჯგუფებს შეხვედროდა, რომლებიც შეურაცხყო წინასაარჩევნო კამპანიისას და დაემშვიდებინა
ისინი. მაგრამ, ამ მომენტში არ შეიძლება მისი ერთი სიტყვის დაჯერებაც კი", - განაცხადა პოპოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული