- ზაზა ფაჩულიას მწვრთნელი NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე "დასავლეთს" უთავკაცებს
სტივ კერი უკმაყოფილოა არა ფანების არჩევნებით, არამედ კალათბურთელთა შორის გამართული ხმების მიცემის პროცედურით. კალათბურთელთა ნაწილის ქცევას მან "დაცინვა" უწოდა.
NBA-მ ჯამში 324 კალათბურთელი გამოჰკითხა. ფანების არჩევნებში ბუნებრივია,
324-დან 100-მდე კალათბურთელმა მიიღო მხოლოდ ერთი ხმა, ძირითადად ან საკუთარი თავისგან, ან თანაგუნდელი მეგობრისგან.
სიტყვაზე, ხმები მიიღო მო უილიამსმაც, რომელსაც ამ სეზონში ერთი წამიც კი არ უთამაშია.
"ძალიან დამწყვიტეს გული მოთამაშეებმა. მათ სთხოვეს არჩევნებში მონაწილეობა და დიდი ნაწილი ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა. არც კი ვიცი, რაშია საქმე, მაგრამ ეს "ოლ სტარის" არჩევნების დაცინვაა.
მე ვნახე ის სია, ვინ მისცა ხმები, ვის მისცეს ხმები. ერთი 50 კალათბურთელი მაინც დავთვალე, რომელთაც "ოლ სტარის" მატჩში არაფერი ესაქმებათ. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი ზოგიერთი თავიანთ მეგობრებს წერდა. ეს ალბათ, საკუთარი თავის წარმოჩენის უჩვეულო საშუალებაა. ვფიქრობ, მომავალში ისინი ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგნენ", - თქვა კერიმ.
შეგახსენებთ, რომ წლეულს "ოლ სტარის" არჩევნების ფორმულა შეიცვალა. ადრე თუ ყველაფერს ფანები წყვეტდნენ, ახლა 25-25% ხმებისა მედიასა და კალათბურთელებს აქვთ. თუ როგორ გამოიყენეს კალათბურთელებმა ეს, კერის განცხადებიდანაც კარგად ჩანს.
ძველი სისტემით ზაზა ფაჩულია, დუეინ უეიდი და ჯოელ ემბიდი "ოლ სტარში" ითამაშებდნენ, ახლა კი ეს ტრიო განსაკუთრებით ელის მწვრთნელთა ვერდიქტს.
სტივ კერი აცხადებს, რომ ფორმულის შეცვლა მის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს.