"კლივლენდი" აშკარა კრიზისში იმყოფება - ჩემპიონმა ბოლო შვიდ შეხვედრაში მეხუთედ წააგო. "კავალიერზი" დამარცხდა იმის მიუხედავად, რომ კაირი ირვინგმა 49 ქულა დააგროვა, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა.
თუმცა, "კლივლენდის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლა, არადა, პირველი ტაიმი 50:70 ჰქონდა წაგებული, მეოთხეს დასაწყისში კი 17 ქულას აგებდა.
* * *
* * *
"ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "იუტას" წინააღმდეგ მატჩში 38 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა და სეზონში 22-ე, კარიერაში კი 59-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის დაეწია ლეგენდარულ ლარი ბერდს და მასთან ერთად ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილს იყოფს. ამ დუეტზე წინ არიან: უილტ ჩემბერლენი (78), ჯეისონ კიდი (107, მეჯიქ ჯონსონი (138) და ოსკარ რობერტსონი (181).
* * *
"კლიპერსმა" კრის პოლისა და ბლეიკ გრიფინის გარეშე მოუგო "ატლანტას". ეს კალიფორნიელთა პირველი გამარჯვებაა პოლის დაკარგვის შემდეგ. სტუმრებს პირველი ტაიმის შემდეგ 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, რომელიც ბოლოსკენ თითქმის ბოლომდე გაფლანგეს.
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კროუფორდის სამქულიანი სამი წუთით ადრე, რის შემდეგაც ანგარიში 102:98 გახდა. კროუფორდმა ბოლოსკენ კიდევ ორი ტყორცნა მოათავსა კალათში და 19 ქულიდან 14 მეოთხე მეოთხედში დააგროვა.
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ფილადელფიას" ცენტრი ჯოელ ემბიდი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივეში გაიმარჯვა და საშუალოდ, 22.0 ქულა, 10.3 მოხსნა და 3.67 დაფარება დააგროვა. 22 წლის დებიუტანტმა ორ მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი და ახალბედებს შორის ლიდერია დაბლ-დაბლების რაოდენობით (9).
დასავლეთში საუკეთესოდ დაასახელეს "სან ანტონიოს" ლიდერი კავაი ლენარდი. ის გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო 36.3 ქულით, რასაც 6.0 მოხსნა და 4.7 შედეგიანი პასი დაუმატა. "სპურსმა" სამიდან სამი მატჩი მოიგო. ლენარდი ამ შეხვედრებში თამაშიდან 56.5 პროცენტის სიზუსტით ისროდა, სამქულიანებს - 43.8 პროცენტით და საჯარიმოებს - 96.0 პროცენტით. "კლივლენდთან" ოვერტაიმში მოგებულ მატჩში (118:115) "სპურსის" მცველმა 41 ქულა აიღო და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.
შარლოტი-ვაშინგტონი 99:109
22:30, 26:30, 26:20, 25:29
შ: უოკერი (21), ბელინელი (18), მარვ. უილიამსი (13), ზელერი (13).
ვ: უოლი (24+7 პასი), მორისი (23), ბილი (18), პორტერი (14+13 მოხსნა), უბრე (10).
ბრუკლინი-სან ანტონიო 86:112
26:27, 16:25, 27:39, 17:21
ბ: უაიტჰედი (19), კილპატრიკი (17+10 მოხსნა), დინუიდი (13), ლოპესი (12).
ს-ა: მილსი (20), ოლდრიჯი (16), ლი (15), ანდერსონი (14), სიმონსი (11), ბერტანსი (11), დედმონი (10).
ატლანტა-კლიპერსი 105:115
21:30, 19:28, 35:27, 30:30
ა: ბეიზმორი (25), შრიოდერი (21+7 პასი), მილსეპი (19+7 პასი), ჰოვარდი (16+12 მოხსნა), სეფოლოშა (11).
კ: რივერსი (27), კროუფორდი (19), რედიკი (17), ფელტონი (14), მბა ა მუტე (12+4 დაფარება), ჯორდანი (7+12 მოხსნა).
მაიამი-გ. სტეიტი 105:102
28:30, 18:18, 31:25, 28:29
მ: უეიტერსი (33), დრაგიჩი (19), ბებიტი (11), უაიტსაიდი (10+15 მოხსნა).
გ-ს: დურანტი (27), ტომპსონი (22), კარი (21+10 მოხსნა+8 პასი), მაკგი (10).
დეტროიტი-საკრამენტო 104:109
38:28, 24:37, 19:23, 23:21
დ: ჯექსონი (18+11 პასი), ჰარისი (15), ლოუერი (15), კოლდუელ-პოუპი (14), დრამონდი (14+12 მოხსნა), მორისი (13).
ს: კაზინსი (22+14 მოხსნა), ლოუსონი (19), კოლისონი (12), კოული-სტაინი (12), ტემპლი (11), ბარნსი (10).
მილუოკი-ჰიუსტონი 127:114
33:33, 35:31, 25:27, 34:23
მ: ანტენტოკუნმპო (31+4 დაფარება), პარკერი (28+7 პასი), მონრო (17+10 მოხსნა), დელავედოვა (16+7 პასი), პლამლი (10).
ჰ: ჰარდენი (26+12 პასი), ბევერლი (18), ნენე (17), ანდერსონი (16), კაპელა (16).
ნ. ორლეანი-კლივლენდი 124:122
35:26, 35:24, 24:36, 30:36
ნ-ო: ჯონსი (36+11 მოხსნა), ჰოლიდეი (33+10 პასი), მოტეიუნასი (14), ჰელოუეი (12), კანინგემი (11).
კ: ირვინგი (49), ჯეიმსი (26+10 მოხსნა+12 პასი), ლავი (22+16 მოხსნა), შამპერტი (10).
ინდიანა-ნიუ იორკი 103:109
34:22, 24:40, 17:24, 28:23
ი: ჯორჯი (31), ტერნერი (22+10 მოხსნა), ჯეფერსონი (13), მაილზი (10).
ნ-ი: ენტონი (26), როუზი (20), ლი (14), ერნანგომესი (14+10 მოხსნა), ჰოლიდეი (13).
იუტა-ოკლაჰომა 95:97
26:27, 27:29, 19:11, 23:30
ი: ჰეივორდი (17), ბერკსი (13), გობერი (12+4 დაფარება), ფეივორსი (10+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (38+10 მოხსნა+10 პასი), ოლადიპო (18), კანტერი (14), რობერსონი (8+11 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"