NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სტეფ კარის გმირობები

AutoSharing Option
გუშინ, არავინ ელოდა "გოლდენ სტეიტის" 46 ქულით გამარჯვებას "კლიპერსის" წინააღმდეგ, მაგრამ სტივენ კარის დაუჯერებლმა თამაშმა თავისი გააკეთა და "უორიორზმა" მორიგი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"გოლდენ სტეიტი" გახდა მხოლოდ მეექვსე გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონში სამჯერ შეძლო 40 ან მეტი ქულით გამარჯვების მოპოვება. უფრო ადრე, "მეომრებმა" გაანადგურეს "ლეიკერსი" (+43) და "პორტლენდი" (+45).

ასე რომ, სტივ კერის გუნდმა გაიმეორა "ბოსტონის" (1968/69), "მილუოკის" (1970/71), "ლეიკერსის" (1971/72, 1988/89) და "ფინიქსის" (1988/89) შედეგები.

* * *
გორან დრაგიჩმა თავისი 23 ქულიდან რვა ბოლო მეოთხედში დააგროვა და
"მაიამიმ" თავისი მოგებათა სერია შვიდ მატჩამდე აიყვანა. "ჰიტის" რიგებში კიდევ სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, გუნდმა კი თამაშიდან 53.2 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

"მაიამის" ყველაზე გრძელი მიმდინარე მოგებათა სერია აქვს ლიგაში.

* * *
დემარკუს კაზინსის შთამბეჭდავი დუბლით (35 ქულა და 18 მოხსნა), "საკრამენტომ" სტუმრად დაამარცხა "შარლოტი", არადა, "მეფეებისთვის" ეს იყო მეექვსე მატჩი ბოლო 12 დღეში. კაზინსმა სირენამდე 14 წამით ადრე ჩააგდო ორქულიანი, რომელმაც წინ გაიყვანა "კინგზი" - 108:106. ამის შემდეგ, შარლოტელმა კამინსკიმ ვერ შეძლო სამქულიანის ჩაგდება.

* * *
"ბოსტონმა" თამაშიდან 41.6 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მაგრამ მაინც მოუგო ოვერტაიმში "მილუოკის". ეს შესაძლებელი გახდა აიზია ტომასის მორიგი ბრწყინვალე თამაშით - მან 37 ქულა დააგროვა, 21-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში, მათ შორის, ექვსი სამქულიანი.

"მილუოკის" მხრიდან შეხვედრა ჩააგდო ჯაბარი პარკერმა, რომელმაც რვა აცილებული ტყორცნით დაიწყო მატჩი, 13-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და სულ რაღაც ოთხი ქულა დააგროვა.

* * *
შესანიშნავი ფორმის დემონსტრირებას აგრძელებს "მინესოტა", რომელმაც ბოლო 10 მატჩში მეშვიდედ და ბოლო ექვს საშინაო მატჩში მეხუთედ მოიგო. "მგლების" რიგებში ორმა კალათბურთელმა შეასრულა ორმაგი დუბლი: კარლ-ენტონი თაუნსის ანგარიშზე 37 ქულა და 13 მოხსნა იყო, გორგი ჯენგმა 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

* * *
"მემფისმა" და "იუტამ" დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა ამ სეზონში. "გრიზლისმა" ოთხიდან სამჯერ მოუგო "ჯაზმენებს". მესამე გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დაიდო სამმა კალათბურთელმა - ზაკ რენდოლფმა, მაიკ კონლიმ და მარკ გასოლმა თამაშიდან 61 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და ჯამში 69 ქულა აიღეს.

"იუტამ" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო.

* * *
დანილო გალინარიმ 32 ქულით სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, "დენვერმა" კი მესამე მეოთხედში 36:13 გაქცევით დაამარცხა "ფინიქსი". ამ გაქცევისას, კენეტ ფარიდმა 12 ქულა დააგროვა.

შარლოტი-საკრამენტო 106:109
22:24, 22:28, 33:33, 29:24
შ: უოკერი (26+7 პასი), ბატუმი (19+7 პასი), მარვ. უილიამსი (14), ჰოუვსი (12).
ს: კაზინსი (35+18 მოხსნა), კოლისონი (17), ტოლივერი (14), აფლალო (13), კოული-სტაინი (13).

მაიამი-დეტროიტი 116:103
35:33, 29:27, 26:31, 26:12
მ: დრაგიჩი (23), ელინგტონი (19), ჯ. ჯონსონი (18), უეიტერსი (17+7 პასი), მაკგრუდერი (12), უაიტსაიდი (9+12 მოხსნა).
დ: ჯექსონი (24), დრამონდი (17+20 მოხსნა), ჰარისი (16), მორისი (14).

მილუოკი-ბოსტონი 108:112 (ო)
27:42, 26:22, 20:17, 29:21, 6:10
მ: ანტენტოკუნმპო (21+6 პასი), ბიზლი (17), მონრო (14+13 მოხსნა), დელავედოვა (14+6 პასი), სნელი (12), ბროგდონი (11).
ბ: ტომასი (37+8 პასი), კრაუდერი (20), ოლინიკი (17), ჯონსონი (11).

გ. სტეიტი-კლიპერსი 144:98
31:22, 41:29, 45:23, 27:24
გ-ს: კარი (43+9 მოხსნა+6 პასი), დურანტი (23+7 პასი), ტომპსონი (16), მაკადუ (10).
კ: გრიფინი (20), რედიკი (13), რივერსი (10+6 პასი), ფელტონი (10).

იუტა-მემფისი 95:102
27:26, 16:26, 31:28, 21:22
ი: ჰუდი (20), ჯორჯ ჰილი (16), გობერი (15), ბერკსი (15), ჰეივორდი (14).
მ: რენდოლფი (28), კონლი (23), მ. გასოლი (18).

ფინიქსი-დენვერი 112:123
33:21, 28:38, 22:36, 29:28
ფ: ბლედსოუ (41+8 პასი), ბუკერი (23), ჩენდლერი (15+13 მოხსნა), ტაკერი (12).
დ: გალინარი (32), ფარიდი (21+13 მოხსნა), მიურეი (18), ნელსონი (17+6 პასი), ჰარისი (15).

მინესოტა-ბრუკლინი 129:109
33:26, 30:29, 29:23, 37:31
მ: თაუნსი (37+13 მოხსნა+4 დაფარება), უიგინსი (23), ლავინი (20), მუჰამადი (18), რუბიო (14+6 პასი), ჯენგი (12+10 მოხსნა).
ბ: ლოპესი (25), დინუიდი (13), კილპატრიკი (14), ლევერტი (11), ბოგდანოვიჩი (10), უაიტჰედი (10+8 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 45 31 14 68.9
2. ტორონტო 47 29 18 61.7
3. ბოსტონი 47 29 18 61.7
4. ატლანტა 47 27 20 57.4
5. ვაშინგტონი 46 26 20 56.5
6. ინდიანა 46 24 22 52.2
7. ჩიკაგო 48 23 25 47.9
8. შარლოტი 48 23 25 47.9
9. მილუოკი 47 21 26 44.7
10. დეტროიტი 47 21 26 44.7
11. ნიუ იორკი 48 21 27 43.8
12. ფილადელფია 45 17 28 37.8
13. ორლანდო 48 18 30 37.5
14. მაიამი 48 18 30 37.5
15. ბრუკლინი 47 9 38 19.1

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 47 40 7 85.1
2. სან ანტონიო 46 36 10 78.3
3. ჰიუსტონი 50 35 15 70.0
4. კლიპერსი 48 30 18 62.5
5. იუტა 49 30 19 61.2
6. ოკლაჰომა 47 28 19 59.6
7. მემფისი 49 28 21 57.1
8. დენვერი 46 21 25 45.7
9. პორტლენდი 48 21 27 43.8
10. საკრამენტო 47 19 28 40.4
11. ნ. ორლეანი 47 19 28 40.4
12. მინესოტა 47 18 29 38.3
13. დალასი 46 16 30 34.8
14. ლეიკერსი 50 16 34 32.0
15. ფინიქსი 47 15 32 31.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული