სხვათა შორის, ტომპსონმა რვა შედეგიანი პასით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. რაც შეეხება კარის, მას კარიერაში 1788 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა და ყველა დროის სიაში მე-12 ადგილი წაართვა რაშარდ ლუისს. მე-11 ადგილზე მყოფ კობი ბრაიანტს 1827 სამქულიანი აქვს.
* * *
კარიერის
* * *
"ბოსტონის" გამთამაშებელი აიზია ტომასი ისევ ბრწყინავს, განსაკუთრებით, მეოთხე მეოთხედში. "სელტიქსი" სამი მეოთხედის შემდეგ აგებდა "ტორონტოსთან" რვა ქულით. მანამდე სხვაობა 18 ქულას შეადგენდა. მაგრამ ტომასმა თავისი 44 ქულიდან 19 მეოთხე მეოთხედში მიითვალა (18 ქულა - ბოლო 6:12 წუთში), მანვე ჩააგდო გადამწყვეტი სამქულიანი სირენამდე 48.1 წამით ადრე.
მიმდინარე სეზონში აიზია საშუალოდ 10.5 ქულას აგროვებს მეოთხე მეოთხედებში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 20 წელიწადში.
* * *
მოგებათა ყველაზე გრძელი მიმდინარე სერია "მაიამი ჰიტს" აქვს. ფლორიდელებმა 19 ქულით დაამარცხეს აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი "ატლანტა" და ეს არის ამ გუნდის ზედიზედ მეცხრე მოგება. "მაიამი" (20-30) მე-12 ადგილზეა აღმოსავლეთში. მერვე ადგილზე მყოფ "შარლოტს" ის სამი მოგებით ჩამორჩება.
* * *
გუნდები, რომლებიც ცოტა ხნის წინ, საკუთარ კონფერენციებში უიმედო აუთსაიდერები იყვნენ, დალასში შეხვდნენ ერთმანეთს. "მავერიქსმა" "სან ანტონიოსა" და "კლივლენდის" ძლევის შემდეგ, "ფილადელფიასაც" მოუგო და ახლა, ბოლო ექვს მატჩში ხუთი, ბოლო 11-ში კი რვა მოგება აქვს.
* * *
დეტროიტელმა კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა 38 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა და შეწყვიტა თავისი გუნდის რვამატჩიანი წაგებათა სერია. კენტავიუსმა 18-დან 12 ტყორცნა ჩააგდო, მათ შორის, რვა სამქულიანი.
* * *
გუშინდელი დღის კიდევ ერთი სტატისტიკური მიღწევის ავტორი გახდა ვინს კარტერი. 40 წლის კალათბურთელი მეხუთეა NBA-ის ისტორიაში, ვისაც ორი ათასი ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა.
კარტერი შეუერთდა რეი ალენს, რეჯი მილერს, ჯეისონ ტერისა და პოლ პირსს, რომლებმაც ასევე გადალახეს ეს ზღვარი. უახლოეს პერიოდში, ამ ჯგუფში შევლენ ჯამალ კროუფორდი (1991) და კაილ კორვერი (1978).
ტომპსონი ოლ სტარტზე გაისვრის
ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტის" მცველი კლეი ტომპსონი "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სამქულიანების კონკურსში აპირებს მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, რომ ტომპსონი ამ კონკურსის მოქმედი ჩემპიონია.
ასევე ფიქრობს ანალოგიურ შეთავაზებაზე "გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი სნაიპერი სტივენ კარი.
უფრო ადრე, შორეული ტყორცნების კონკურსში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს "პორტლენდისა" და "დალასის" მცველებმა - სი ჯეი მაკალუმმა და უეს მეტიუზმა. ვარაუდობენ, რომ შეთავაზება მიიღო "კლივლენდის" მცველმა კაილ კორვერმა.
ფინიქსი-კლიპერსი 114:124
31:38, 28:24, 29:30, 26:32
ფ: ბლედსოუ (41+8 პასი), ბუკერი (20+6 პასი), ჩენდლერი (11), ტაკერი (10+14 მოხსნა).
კ: გრიფინი (29+8 მოხსნა), ფელტონი (18), რედიკი (16), რივერსი (14), კროუფორდი (14), ჯორდანი (6+12 მოხსნა+4 დაფარება).
ბოსტონი-ტორონტო 109:104
28:30, 23:32, 26:23, 32:19
ბ: ტომასი (44+7 პასი), კრაუდერი (14+8 მოხსნა), ჰორფორდი (11+6 პასი), სმარტი (10).
ტ: ლაური (32), პაუელი (12), სალინჯერი (13), პატერსონი (10), ნოგეირა (10+4 დაფარება).
ორლანდო-ინდიანა 88:98
23:28, 24:28, 27:24, 14:18
ო: იბაკა (20+9 მოხსნა), ვუჩევიჩი (15+15 მოხსნა), ფურნიე (12), პეიტონი (11), ოგასტინი (10).
ი: მაილზი (16), რობინსონი (14+7 მოხსნა), ტიგი (13+9 პასი), იანგი (12), ტერნერი (11), ჯეფერსონი (10+7 მოხსნა).
კლივლენდი-მინესოტა 125:97
36:32, 27:28, 30:19, 32:18
კ: ჯეიმსი (27+8 მოხსნა+12 პასი), კორვერი (20), ტომპსონი (18+14 მოხსნა), ფრაი (18), ირვინგი (14+14 პასი).
მ: თაუნსი (26+12 მოხსნა), უიგინსი (23), მუჰამადი (16), რუბიო (14+13 პასი).
ბრუკლინი-ნიუ იორკი 90:95
27:15, 18:23, 24:26, 21:31
ბ: ჰოლის-ჯეფერსონი (16+8 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (15+7 მოხსნა), ბუკერი (12+8 მოხსნა), ლოპესი (10), ლევერტი (10).
ნ-ი: პორზინგისი (19+12 მოხსნა), ერნანგომესი (16+16 მოხსნა), ენტონი (15), ვუიაჩიჩი (12), ჯენინგსი (6+10 პასი+5 ჩაჭრა).
მაიამი-ატლანტა 116:93
29:22, 33:25, 32:24, 22:22
მ: დრაგიჩი (27), უეიტერსი (20+7 მოხსნა), უაიტსაიდი (18+18 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (16), ტ. ჯონსონი (11).
ა: ბეიზმორი (14), შრიოდერი (12), დანლივი (11), ჰარდუეი (10), ჰოვარდი (6+11 მოხსნა).
დეტროიტი-ნ. ორლეანი 118:98
34:30, 26:24, 23:27, 35:17
დ: კოლდუელ-პოუპი (38), ჰარისი (19+8 მოხსნა), დრამონდი (17), სმიტი (15+7 პასი).
ნ-ო: დევისი (31+12 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (22+11 პასი), ჯონსი (11).
დალასი-ფილადელფია 113:95
20:23, 30:24, 31:22, 32:26
დ: სეტ კარი (22+6 პასი), მეჯრი (16+17 მოხსნა), ბარნსი (15+7 მოხსნა), ჰარისი (14), ფარელი (11).
ფ: ოკაფორი (16), ილიასოვა (13+10 მოხსნა), ჰენდერსონი (10), შარიჩი (10+7 მოხსნა).
დენვერი-მემფისი 99:119
18:27, 31:35, 20:25, 30:32
დ: გალინარი (14), მუდიაი (14+7 პასი), არტური (14), ჰარისი (12), ფარიდი (11+11 მოხსნა).
მ: მ. გასოლი (24), კონლი (18), კარტერი (14+6 პასი), რენდოლფი (14), ენისი (13).
იუტა-მილუოკი 104:88
30:27, 31:16, 19:18, 24:27
ი: ჰეივორდი (27), გობერი (26+15 მოხსნა), ჯონსონი (14).
მ: პარკერი (17+7 მოხსნა), მონრო (13), მეიკერი (12), ბროგდონი (10).
ოკლაჰომა-ჩიკაგო 100:128
20:21, 27:34, 26:39, 27:34
ო: უესტბრუკი (28+8 პასი), გრანტი (15), ოლადიპო (12).
ჩ: ბატლერი (28), უეიდი (18+7 მოხსნა+7 პასი), ლოპესი (14), გრანტი (12), მაკდერმოტი (11), ფელისიო (11).
გ. სტეიტი-შარლოტი 126:111
41:21, 36:35, 31:27, 18:28
გ-ს: კარი (39+8 პასი), ტომპსონი (29+8 პასი), დურანტი (18+8 მოხსნა+8 პასი), გრინი (8+10 მოხსნა+4 დაფარება).
შ: კამინსკი (24+7 მოხსნა), ბელინელი (16+7 პასი), უილიამსი (14), ბატუმი (13+7 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
STEPHEN CURRY არის სწორი :) სირცხვილია ასეთი ვარსკვლავის სახელი რომ გეშლებათ და თან შემსწორებელიც არავინ გყავთ )