NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჰარდენის 49-ე ორმაგი, განადგურება ლებრონისა და კაირის გარეშე

AutoSharing Option
ჯეიმს ჰარდენმა 33 ქულა და 11 პასი დააგროვა და ლიდერობს მიმდინარე სეზონს ორმაგი დუბლების რაოდენობით (49). ამ 33 ქულიდან, ჰარდენმა 20 მესამე მეოთხედში აიღო, როცა პრაქტიკულად გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. ხოლო ამ 20 ქულიდან 15 ზედიზედ ჩააგდო და თავისი გუნდის ორქულიანი უპირატესობა ათამდე აიყვანა.

სეზონში მეათე ორმაგი დუბლი ჰქონდა კლინტ კაპელას, რომელმაც 24 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა, რასაც 11 მოხსნა დაუმატა.

"ჰიუსტონმა" 42 სამქულიანი ისროლა მატჩში და 18 ჩააგდო.

* * *
ჯამალ კროუფორდმა სათადარიგოთა სკამიდან 25 ქულა დააგროვა, კრის
პოლმა 17 ქულა აიღო, აგრეთვე სასტარტოს ოთხი წევრი გადაცდა 10-ქულიან ზღვარს, რითაც "კლიპერსმა" სტუმრად "ჩიკაგოს" დამარცხება შეძლო.

კროუფორდმა 17 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო, რომლის დროსაც "კლიპერსმა" შეძლო პირველი ტაიმის შემდეგ არსებული ექვსქულიანი დეფიციტის გაბათილება და მატჩის 10 ქულით მოგება.

* * *
"კლივლენდმა" დაასვენა ლებრონ ჯეიმსი და კაირი ირვინგი, რითაც კარგად ისარგებლა "მაიამიმ" და 28 ქულით გაანადგურა "კავალიერზი".

ფლორიდელებმა მთავარ იარაღად სამქულიანები გამოიყენეს - 18 შორეული ტყორცნა ჩააგდეს, რაც ამ სეზონის პირადი რეკორდია და მეორე შედეგი კლუბის ისტორიაში.

"მაიამის" ბოლო 22 მატჩში 18 მოგება დაუგროვდა და რეალური შანსი აქვს - პლეი ოფის მერვე საგზურისთვის ებრძოლოს "დეტროიტს".

* * *
კავაი ლენარდმა 34 ქულა ჩააგდო, მათ შორის, ექვსი ოვერტაიმში და მოაგებინა "სან ანტონიოს" "მინესოტას" წინააღმდეგ. "სპურსი" სამი მეოთხედის შემდეგ აგებდა და შეძლო თამაშის გადარჩენა, დამატებით დროში კი მასპინძელს გამარჯვება გაუნაღდა ლენარდის ზედიზედ ექვსმა ქულამ.

* * *
"დეტროიტმა" და "პორტლენდმა" სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდებით გამოიჩინეს თავი - შესაბამისად, 136 და 130 ქულა ჩაუგდეს "ფილადელფიასა" და "პორტლენდს". "ბლეიზერსისთვის" ეს ზედიზედ მეორე მოგება იყო.

* * *
"შარლოტმა" მოგებით დაასრულა შვიდმატჩიანი გასვლითი სერია - 112:102 სძლია "დენვერს". "ჰორნეტსისთვის" ეს იყო მხოლოდ მეოთხე მოგება ბოლო 18 მატჩში.

ფილადელფია-დეტროიტი 106:136
25:33, 27:34, 30:39, 24:30
ფ: სტაუსკასი (24), შარიჩი (19+8 პასი), ჰოლმსი (13), როდრიგესი (12+8 პასი), მაკონელი (10+8 პასი).
დ: კოლდუელ-პოუპი (26), მორისი (22), ჯექსონი (21), ჰარისი (20+9 მოხსნა), დრამონდი (14+14 მოხსნა), სმიტი (11+13 პასი).

მილუოკი-ტორონტო 101:94
12:19, 41:23, 27:25, 21:27
მ: მიდლტონი (24), ანტენტოკუნმპო (21+10 მოხსნა), ბროგდონი (17), ჰოიესი (16).
ტ: იბაკა (19), ჯოზეფი (14+8 პასი), ვალანჩუნასი (13), პაუელი (12), დეროზანი (11).

მაიამი-კლივლენდი 120:92
35:35, 32:16, 34:24, 19:17
მ: დრაგიჩი (23), უაიტსაიდი (20+13 მოხსნა), ჯონსონი (17), ელინგტონი (12).
კ: ფრაი (21), კორვერი (15), უილიამსი (10+7 პასი), ჯეფერსონი (11), ტომპსონი (10), უილიამსი (10).

ჩიკაგო-კლიპერსი 91:101
29:23, 32:32, 12:27, 18:19
ჩ: ბატლერი (16+6 პასი), ლოპესი (12), პორტისი (11), უეიდი (10), ჯოზეფი (10).
კ: კროუფორდი (25), პოლი (17), გრიფინი (16+7 პასი), რედიკი (13), მბა ა მუტე (12), ჯორდანი (6+14 მოხსნა).

დენვერი-შარლოტი 102:112
23:31, 29:30, 27:29, 23:22
დ: იოკიჩი (31+14 მოხსნა), გალინარი (22), მიურეი (14).
შ: უოკერი (27), ბატუმი (21+8 პასი), ო’ბრაიანტი (15), მარვ. უილიამსი (14+12 მოხსნა), ლემბი (12), ზელერი (11).

ჰიუსტონი-მემფისი 123:108
27:24, 28:27, 38:27, 30:30
ჰ: ჰარდენი (33+11 პასი), კაპელა (24+11 მოხსნა), გორდონი (18), ბევერლი (12), ნენე (11).
მ: კონლი (23+7 პასი), გრინი (20+10 მოხსნა), მ. გასოლი (17+7 პასი+4 დაფარება), დაგლასი (12), ალენი (11).

სან ანტონიო-მინესოტა 97:90 (ო)
14:26, 29:29, 19:15, 21:13, 14:7
ს-ა: ლენარდი (34+10 მოხსნა+6 ჩაჭრა), ოლდრიჯი (18+10 მოხსნა), პ. გასოლი (17).
მ: თაუნსი (24+14 მოხსნა), უიგინსი (17), ჯენგი (13+11 მოხსნა), ბიელიცა (12), რუბიო (11+13 მოხსნა+10 პასი).

პორტლენდი-ბრუკლინი 130:116
37:27, 21:30, 32:25, 40:34
პ: მაკალუმი (31), ამინუ (23), ლილარდი (19+11 პასი), ჰარკლესი (18), ნურკიჩი (17).
ბ: ლოპესი (26), კილპატრიკი (20), ლინი (18), დინუიდი (14), ჰოლის-ჯეფერსონი (12).

ნოვიცკის გაისადაც ვნახავთ
"დალას მავერიქსის" ლეგენდარული ფორვარდი დირკ ნოვიცკი აცხადებს, რომ 2017-18 წლების სეზონშიც აპირებს თამაშს.

"ვფიქრობ, ყველაფერი ზუსტად ასე იქნება. გასულ ზაფხულს, ხელი მოვაწერე ორწლიან ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი სეზონი მინდოდა თამაში. ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მსურს ჩემი კონტრაქტი ბოლომდე გამოვიმუშაო", - განაცხადა გერმანელმა.

თუ დირკს ჩანაფიქრის განხორციელება გამოუვა, მის ანგარიშზე იქნება ერთი გუნდის რიგებში ჩატარებული 20 სეზონი. ამით ის გაიმეორებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდის კობი ბრაიანტის რეკორდს.

ჰოქსმა მარავიჩი დააფასა
"ატლანტა ჰოქსმა" ხმარებიდან ამოიღო 44-ე ნომერი, რომლითაც გუნდის რიგებში ლეგენდარული მცველი პიტ მარავიჩი თამაშობდა. საზეიმო ცერემონია შაბათს, "კლივლენდთან" მატჩის შესვენებაზე გაიმართა.

მარავიჩი "ატლანტაში" 1970-74 წლებში თამაშობდა. მან "ჰოქსის" მაისურით 302 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 24.3 ქულა, 5.6 შედეგიანი პასი, 4.2 მოხსნა და 1.5 ჩაჭრა დააგროვა.

თაუნსის მამა ვაჟის კლუბს უჩივის
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ლიდერის კარლ-ენტონი თაუნსის მამა მზად არის სასამართლოში უჩივლოს საკუთარი ვაჟის კლუბს. ამის მიზეზი გახდა ფეხის ტრავმა, რომელიც უფროსმა თაუნსმა 26 იანვარს, მატჩის დროს ტრიბუნაზე მიიღო.

დაზიანების მიზეზია "მინესოტას" თილისმის, რომელიც კიბიდან მოედანზე დაშვებისას, სკამს წამოედო და მუხლში დარტყმა მიაყენა კალათბურთელის მამას.

ახლა, უფროსი თაუნსი მზად არის განიხილოს კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტის ყველა შესაძლო ვარიანტი, მათ შორის, სასამართლო სარჩელი. თუმცა, ელოდებიან, რომ პრობლემა გადაწყდება დაზარალებული მხარისთვის სარფიანი წინადადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული