გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 ოქტომბერს, "ბრუკლინ ნეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 105:98 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 8 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა 22 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ლამარკუს ოლდრიჯი NBA-ს 48-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 20000 ქულიან ზღვარს გადააბიჯა, ამ მომენტისთვის ლამარკუსს კარიერაში 20011 ქულა აქვს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მის ანგარიშზე 21 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

"ინდიანას"
რიგებიდან გოგა ბითაძე 1 წუთით დაიტვირთა, ლოგიკურია, რომ ამ დროში ქართველმა თავი ვერაფრით გამოიჩინა.

"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო მექულე ტორი კრეიგი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამ მომენტისთვის "ნეტსს" 3 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ინდიანას" 1 გამარჯვება და 5 წაგება აქვს, მომდევნო ტურში 31 ოქტომბერს, "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული