ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 106:96 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 33 ქულა (14/21), 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. 37 წლის კალათბურთელმა NBA-ს ახალი რეკორდი დაამყარა - ჯეიმსი გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 18 მატჩში 25 ან მეტი ქულა დააგროვა.

ლებრონს მხარი მალიკ მონკმა აუბა, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ნეტსის" მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა 33 ქულა, 12 მოხსნა, 11 შედეგიანი
გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მოგეხსენებათ, კევინ დურანტი 16 იანვრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. რაც შეეხება კაირი ირვინგს, გამთამაშებელს "ბრუკლინის" საშინაო შეხვედრებში თამაში აკრძალული აქვს. მიზეზი ვაქცინის გაკეთებაზე უარის თქმაა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 24 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 28 იანვარს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ნეტსი" 29 გამარჯვებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 27 იანვარს, "დენვერ ნაგეტსის" პირისპირ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული