NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეკორდები 40 წლის ასაკში

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" დაუბრუნდა კავაი ლენარდი. მისი თამაშის საკითხი მატჩამდე ერთი საათით ადრე გადაწყდა. მცველმა "ატლანტას" 31 ქულა ჩაუგდო და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის მოგებაში. ეს ლენარდისთვის 24-ე 30-ქულიანი მატჩია სეზონში.

"სპურსმა" ბოლო 12 მატჩში 11 მოიგო, ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა შინ და გათამაშების ცხრილში გაუთანაბრდა ლიდერ "გოლდენ სტეიტს" - 52 მოგება და 14 წაგება.

"ატლანტამ" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.

* * *
"მემფისის" ვეტერანმა ვინს კარტერმა ამ სეზონში პირველად დაიწყო თამაში სასტარტო შემადგენლობაში, რვიდან რვა ბურთი ჩააგდო თამაშიდან,
მათ შორის, ექვსი სამქულიანი და 24 ქულა მიითვალა. რაც მთავარია, "მემფისმა" 113:93 დაამარცხა "მილუოკი" და შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.

ასეთი თამაშით, კარტერმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ის გახდა 40 წლის პირველი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში ექვსი სამქულიანი ჩააგდო და მეექვსე მოთამაშე ამ ასაკში, ვინც მატჩში მინიმუმ 20 ქულა დააგროვა. ვინსი შეუერთდა მაიკლ ჯორდანს, ქარიმ აბდულ-ჯაბარს, ჯონ სტოქტონს, რობერტ პერიშსა და კარლ მელოუნს.

* * *
რიკი რუბიომ და კარლ-ენტონი თაუნსმა ფანტასტიკური თამაშით მოაგებინეს "მინესოტას" "ვაშინგტონის" წინააღმდეგ. ესპანელმა გათამაშებელმა 22 ქულა და 19 პასი მიითვალა, თაუნსს კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 39 ქულა და 13 მოხსნა. "მინესოტამ" ბოლო 12 მატჩში მერვედ მოიგო.

სხვათა შორის, 19 შედეგიანი პასი "მინესოტას" რეკორდია.

* * *
დეკემბრის შემდეგ, რაჟონ რონდო პირველად გამოჩნდა "ჩიკაგოს" სასტარტოში და დაეხმარა თავის გუნდს ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტაში. რონდომ სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა 20 ქულით, რასაც შვიდი მოხსნა და ექვსი შედეგიანი პასი დაუმატა.

* * *
"იუტამ" ამ სეზონში პირველად დაამარცხა "კლიპერსი", რაც მეორე ტაიმში შორეული ტყორცნების წყალობით მოახერხა. მეორე ნახევარში "ჯაზმა" 12-დან 11 სამქულიანი ჩააგდო.

კრის პოლის ბრწყინვალე თამაში ვერ დაეხმარა "კლიპერსს". გამთამაშებელმა 33 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეორე მატჩში გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.

* * *
"საკრამენტომ" 16 სამქულიანი გამოიყენა "ორლანდოს" წინააღმდეგ და შეწყვიტა რვამატჩიანი წაგებათა სერია.

უსარგებლო აღმოჩნდა "ორლანდოსთვის" ელფრიდ პეიტონის სამმაგი დუბლი - 13 ქულა, 13 შედეგიანი პასი და 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ პეიტონმა ბოლო რვა დღეში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა.

* * *
"დალასმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრად დაამარცხა "ტორონტო", მაგრამ ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო დირკ ნოვიცკის მორიგი მიწევა. კანადური გუნდის წინააღმდეგ, გერმანელმა სამი სამქულიანი ჩააგდო, სულ კარიერაში 1762 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა და გაუსწრო ყველა დროის სიაში მე-14 ადგილზე მყოფ პეჟა სტოიაკოვიჩს.

შარლოტი-ჩიკაგო 109:115
24:36, 24:22, 29:29, 32:28
შ: ლემბი (26), კიდ-გილკრისტი (22), უოკერი (21+10 პასი), მარვ. უილიამსი (13+18 მოხსნა), ზელერი (11+7 მოხსნა).
ჩ: მიროტიჩი (24+11 მოხსნა), ბატლერი (23+11 პასი), უეიდი (23), რონდო (20+7 მოხსნა+6 პასი), ვალენტაინი (11).

ტორონტო-დალასი 100:78
25:26, 25:20, 29:20, 21:12
ტ: დეროზანი (25), პაუელი (19), ვალანჩუნასი (14+12 მოხსნა), რაიტი (11), პატერსონი (11+7 მოხსნა).
დ: ბარნსი (18), ნოვიცკი (17+7 მოხსნა), პაუელი (10+10 მოხსნა).

მემფისი-მილუოკი 113:93
30:24, 31:27, 24:23, 28:19
მემ: კარტერი (24), კონლი (20+10 პასი), ალენი (15), რენდოლფი (14+7 მოხსნა), მ. გასოლი (13+7 მოხსნა+7 პასი).
მილ: ანტენტოკუნმპო (18), ბროგდონი (15+8 პასი), მონრო (13), დელავედოვა (13), მიდლტონი (11), სნელი (10).

სან ანტონიო-ატლანტა 107:99
28:18, 26:25, 27:30, 26:26
ს-ა: ლენარდი (31), მილსი (15+9 პასი), გრინი (14), ლი (14), პ. გასოლი (13+10 მოხსნა+4 დაფარება).
ა: შრიოდერი (22+10 პასი), ჰარდუეი (17), მილსეპი (16), ბეიზმორი (15), ჰოვარდი (7+13 მოხსნა).

მინესოტა-ვაშინგტონი 119:104
41:23, 23:33, 25:24, 30:24
მ: თაუნსი (39+13 მოხსნა), რუბიო (22+19 პასი), ბიელიცა (16+10 მოხსნა), უიგინსი (15), რაში (12), ჯენგი (10+9 მოხსნა).
ვ: უოლი (27), ბილი (20+7 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (12), პორტერი (11), მორისი (11+7 მოხსნა).

იუტა-კლიპერსი 114:108
23:28, 26:28, 40:30, 25:22
ი: ჰეივორდი (27), ჯორჯ ჰილი (19+8 მოხსნა+6 პასი), ინგლსი (18), ჯონსონი (14), გობერი (11+10 მოხსნა).
კ: პოლი (33+7 პასი), რედიკი (16), რივერსი (15), ჯორდანი (12+7 მოხსნა), კროუფორდი (11).

საკრამენტო-ორლანდო 120:115
24:23, 34:35, 35:26, 27:31
ს: კოლისონი (19+13 პასი), ტოლივერი (19), კოული-სტაინი (18+7 მოხსნა), ჰილდი (17), ტემპლი (14), მაკლემორი (14), ლაბისიერი (11+7 მოხსნა+4 დაფარება).
ო: ვუჩევიჩი (23+9 მოხსნა), ფურნიე (21), გორდონი (17), პეიტონი (13+10 მოხსნა+13 პასი).

დენვერი-ლეიკერსი 129:101
35:23, 32:20, 26:33, 36:25
დ: მიურეი (22), ბარტონი (22+6 პასი), გალინარი (18), იოკიჩი (18+9 მოხსნა), პლამლი (15+10 მოხსნა), ერნანგომესი (13), ჰარისი (12+7 პასი).
ლ: ზუბაცი (25+11 მოხსნა), კლარკსონი (19), ინგრემი (14), რასელი (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 65 43 22 66.2
2. ბოსტონი 67 42 25 62.7
3. ვაშინგტონი 66 41 25 62.1
4. ტორონტო 67 39 28 58.2
5. ატლანტა 67 37 30 55.2
6. ინდიანა 66 34 32 51.5
7. დეტროიტი 66 33 33 50.0
8. მილუოკი 66 32 34 48.5
9. ჩიკაგო 67 32 35 47.8
10. მაიამი 67 32 35 47.8
11. შარლოტი 67 29 38 43.3
12. ნიუ იორკი 67 26 41 38.8
13. ფილადელფია 66 24 42 36.4
14. ორლანდო 68 24 44 35.3
15. ბრუკლინი 65 12 53 18.5

დასავლეთი
თ მ წ %
1. x-გ. სტეიტი 66 52 14 78.8
2. x-სან ანტონიო 66 52 14 78.8
3. ჰიუსტონი 67 46 21 68.7
4. იუტა 67 42 25 62.7
5. კლიპერსი 67 40 27 59.7
6. ოკლაჰომა 66 37 29 56.1
7. მემფისი 67 37 30 55.2
8. დენვერი 67 32 35 47.8
9. პორტლენდი 65 29 36 44.6
10. მინესოტა 66 28 38 42.4
11. დალასი 66 28 38 42.4
12. ნ. ორლეანი 66 26 40 39.4
13. საკრამენტო 67 26 41 38.8
14. ფინიქსი 67 22 45 32.8
15. ლეიკერსი 67 20 47 29.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული