"მოეკიდე პასუხისმგებლობით, რათა მათ რაიმე ღირებული შემოგთავაზონ..." - ვინს კარტერმა NBA-ს სუპერვარსკვლავს მიმართა

AutoSharing Option
ყოფილმა NBA-ს მოთამაშემ და ახლანდელმა ექსპერტმა ვინს კარტერმა "ჰიუსტონ როკეტსის" სუპერვარსკვლავზე, ჯეიმს ჰარდენზე ისაუბრა. ვინსმა ვარსკვლავს მოუწოდა, რომ პრობლემები არ შექმნას, რათა ორივე მხარე სწრაფად შეთანხმდეს. 

შეგახსენებთ, ჰარდენს "ჰიუსტონიდან" წასვლა სურს. 

"მე ვიცი, რომ ჰარდენს "ჰიუსტონში" დარჩენა არ სურს. ის ყველაფერს აკეთებს, რათა გაცვალონ. მაგრამ, ჯეიმს, სამსახურს დაუბრუნდი, მოეკიდე პასუხისმგებლობით, რათა მათ რაიმე ღირებული შემოგთავაზონ. 

"ჰიუსტონს" ხელში "გასაღები" აქვს. მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. ისინი ჰ
არდენს იმ გუნდში არ გაუშვებენ, სადაც რეალურად კალათბურთელს უნდა. ამ მომენტისთვის "როკეტსი" ჯეიმსთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს" - განაცხადა ვინს კარტერმა. 

მომზადებულია Reddit NBA-ს მიხედვით

altNBA დაიწყო - წლის "ახალბედამ" სეზონი 44 ქულით გახსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული