NBA-ში უნიკალური რეკორდი შედგა

AutoSharing Option
"მინესოტას" ლიდერმა კევინ ლავმა მაინც მიაღწია რეკორდამდე. "დალასთან" შეხვედრაში მან 23 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა და ზედიზედ 51-ე ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს ახალი რეკორდია ერთი სეზონისთვის. ასეთივე შედეგი ჰქონდა ლეგენდარულ მოზეს მელოუნს, მაგრამ მან ეს სერია ერთ ჩემპიონატში დაიწყო და მეორეში დაასრულა, ასე რომ, ლავის რეკორდი მართლაც უნიკალურია. თუმცა ამან კევინს განსაკუთრებული სიხარული ვერ მოუტანა - მისმა კლუბმა კიდევ ერთხელ წააგო, არადა, გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა.

იმის გამო, რომ "დალასის" ლიდერი დირკ ნოვიცკი ხშირად ჯარიმდებოდა, რიკ კარლაილს მუდმივად უწევდა
გერმანელის შეცვლა ვეტერანი ბრაიან კარდინალით. ყოფილმა მინესოტელმა მწვრთნელი არ დააღალატა და სეზონში მისთვის სარეკორდო 12 ქულა დააგროვა, ხოლო დასვენებულმა ნოვიცკიმ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი დასკნით ნაწილში. საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 15 წამით ადრე "მინესოტა" ერთი ქულით იყო წინ, მაგრამ დირკმა საჯარიმოები გამოიყენა და შემდეგ ბრწყინვალე პასით ჯეისონ ტერის ჩააგდებინა, რითაც სტუმრებს საბოლოო უპირატესობა მოუპოვა.


* * *
გასულ სათამაშო დღეს კიდევ ერთ სტატისტიკურ მიღწევას ჰქონდა ადგილი - "ჰიუსტონმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "საკრამენტო" და ეს იყო "რაკეტების" დამრიგებლის რიკ ადელმანისთვის კარიერაში 935-ე გამარჯვება. ამ მაჩვენებლით ის ლიგის ყველა დროის წარმატებული მწვრთნელების ათეულში შევიდა. თანაც ამ სიაში მხოლოდ ფილ ჯექსონსა და რედ აუერბახს აქვთ მოგება/წაგების უკეთესი შეფარდება.


* * *
წინა დღეს კრის პოლის ტრავმამ უარყოფითად იმოქმედა "ნიუ ორლეანის" შანსებზე "ჩიკაგოსთან" გასვლით შეხვედრაში, თანაც მაყურებელს არ მიეცა პოლისა და დერიკ როუზის დუელის ხილვის საშუალება. "ხარების" ლიდერი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. 41 წუთში მან 24 ქულა დააგროვა, ცხრა პასი, ოთხი მოხსნა, ორი დაფარება და ერთი ჩაჭრა მოიპოვა და დღის ერთ-ერთი გმირის სტატუსი მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, "ჩიკაგომ" კინაღამ დაკარგა განაღდებული გამარჯვება. ბოლო მეოთხედის სტარტზე მასპინძლები ათი ქულით იყვნენ წინ, მაგრამ მეტოქის 12:2 გაქცევა გამოეპარათ და 3 წუთითა და 18 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 77:77. ტიმ ტიბოდომ ტაიმ-აუტი აიღო, რის შემდეგაც როუზი ფარქვეშ შევიდა და ააცილა, მაგრამ პარტნიორი ჟოაკიმ ნოამ გადაარჩინა - ფრანგმა დაამატა და თანაც მასზე დაჯარიმდნენ. ამის შემდეგ "ჰორნეტს" ქულა აღარ დაუგროვებია.


* * *
მხიარული კალათბურთი აჩვენა "ნიუ იორკმა" "იუტას" წინააღმდეგ. როგორც ჩანს, კარმელო ენტონი საბოლოოდ შეთამაშდა ახალ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი ამარე სტაუდმაიერთან. ამ დუეტმა ჯამში 31 ტყორცნიდან 24 გამოიყენა და 13-დან 13 საჯარიმო ჩააგდო. კარმელომ 30 წუთში 34 ქულა მიითვალა, ამარემ - 24-ში 31 ქულა.

"იუტა" საშინლად გამოიყურებოდა და უკვე პირველ მეოთხედში 40 ქულა გაუშვა, მესამეს ბოლოს კი 30 ქულას აგებდა. საინტერესოა, რომ "ნიქსის" კალათბურთელებიდან შედეგიანობის გრაფაში ნული მხოლოდ ძირითად ცენტრ ჯარედ ჯეფრიზს ჰქონდა.


* * *
სასწაულებს ახდენს "მემფისი". წინა დღეს "დალასის" დამარცხების შემდეგ "გრიზლისმა" "ოკლაჰომასაც" მოუღო ბოლო. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ გუნდს აკლია ერთ-ერთი ლიდერი რუდი გეი. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როცა ის მწყობრში ჩაგდება? სავარაუდოდ, "სან ანტონიო", "დალასი" და "ლეიკერსი"
ოცნებობენ აცდნენ "მემფისს" პლეი ოფის პირველ რაუნდში.

"ოკლაჰომასთან" მატჩში "დათვებს" რამდენჯერმე ჰქონდათ კრიტიკული მომენტი, მაგალითად, საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 18 წამით ადრე, როცა "თანდერმა" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მაგრამ "მემფისი არ ანერვიულებულა და შემდეგი ოთხი შეტევიდან სამი შედეგიანი ტყორცნით დაასრულა. რენდოლფმა, იანგმა და კონლის იზრუნეს წარმატებულ დასასრულზე და "მემფისმა" ბოლო 12 მატჩში მეცხრედ მოიგო.


კვირის მოთამაშეები
"ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდი პოლ პირსი და ""ოკლაჰომა სიტის" მცველი რასელ უესტბრუკი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი პირსი გასულ კვირას საშუალოდ 21.8 ქულას და 8.0 მოხსნას აგროვებდა და თამაშიდან 67.3 პროცენტის სიზუსტით ისროდა. პირსმა თავის გუნდს ოთხიდან ოთხ მატჩში მოაგებინა. ბოსტონელი მიმდინარე რეგულარულში მეორედ დასახელდა კვირის საუკეთესო მოთამაშედ.
დასავლეთში საუკეთესო უესტბრუკმა "ოკლაჰომას" სამჯერ მოაგებინა და საშუალოდ 27.0 ქულა, 9.7 შედეგიანი პასი და 3.0 ჩაჭრა დააგროვა. ოკლაჰომელი ყოველ მატჩში მინიმუმ 20 ქულას იღებდა. უესტბრუკი სეზონში მეხუთედ აირჩიეს კვირის მოთამაშედ.

პირსის კვირა
28 თებერვალი. იუტა-ბოსტონი 102:107. 21 ქულა, 7 მოხსნა.
2 მარტი. ბოსტონი-ფინიქსი 111:88. 16 ქულა, 13 მოხსნა.
4 მარტი. ბოსტონი-გოლდენ სტეიტი 107:103. 27 ქულა, 7 მოხსნა.
6 მარტი. მილუოკი-ბოსტონი 95:107. 23 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი.
უესტბრუკის კვირა
2 მარტი. ოკლაჰომა-ინდიანა 113:89. 21 ქულა, 9 პასი, 3 ჩაჭრა.
4 მარტი. ატლანტა-ოკლაჰომა 104:111. 28 ქულა, 9 პასი, 4 ჩაჭრა.
6 მარტი. ოკლაჰომა-ფინიქსი 122:118. 32 ქულა, 11 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: რეი ალენი ("ბოსტონი"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), კრის ჰემფრიზი ("ნიუ ჯერსი"), ბრუკ ლოპესი ("ნიუ ჯერსი"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო") და ელ ჯეფერსონი ("იუტა").


ორლანდო-პორტლენდი 85:89
19:24, 24:23, 23:23, 19:19
ო: რიჩარდსონი (22+5 მოხსნა), ანდერსონი (13+7 მოხსნა), თურქოგლუ (13+5 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (24), მილერი (15+7 პასი), მეტიუზი (13), უოლასი (9+10 მოხსნა), კემბი (0+10 მოხსნა).

შარლოტი-კლიპერსი 87:92
26:27, 21:22, 20:22, 20:21
შ: ჰენდერსონი (20), დიაო (19+8 პასი+8 მოხსნა), ლივინგსტონი (17), ოგუსტინი (13+6 პასი).
კ: გრიფინი (17+15 მოხსნა), უილიამსი (17+7 პასი), კამანი (16+10 მოხსნა), ბლედსოუ (13), ფოიე (10).

ნიუ იორკი-იუტა 131:109
40:24, 26:24, 36:26, 29:35
ნ-ი: ენტონი (35+5 პასი), სტაუდმაიერი (31), დუგლასი (20+6 პასი), უილიამსი (13+6 პასი+5 მოხსნა).
ი: ჯეფერსონი (36+12 მოხსნა), ფეივორსი (16+8 მოხსნა), მაილზი (12+5 მოხსნა), ჰეივორდი (11).

ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 85:77
26:23, 17:20, 23:17, 19:17
ჩ: როუზი (24+9 პასი), ბუზერი (19+9 მოხსნა), ბრიუერი (10), დენგი (10), ნოა (6+13 მოხსნა).
ნ-ო: ჯეკი (23), ბელინელი (17+9 მოხსნა), უესტი (11+11 მოხსნა), ლენდრი (10).

მინესოტა-დალასი 105:108
30:22, 20:26, 30:25, 25:35
მ: ლავი (23+17 მოხსნა+5 პასი), ბიზლი (20+9 მოხსნა), კარდინალი (12), ფლინი (11).
დ: ნოვიცკი (25+6 მოხსნა), კიდი (13+9 პასი), კარდინალი (12), ტერი (11), მერიონი (9+10 მოხსნა).

მემფისი-ოკლაჰომა 107:101
25:24, 33:22, 21:27, 28:28
მ: კონლი (20+9 პასი), ალენი (20+6 მოხსნა), გასოლი (18+6 მოხსნა), რენდოლფი (17+6 მოხსნა), იანგი (12).
ო: უესტბრუკი (27+7 პასი), დურანტი (23+6 მოხსნა), ჰარდენი (16+6 მოხსნა+5 პასი), იბაკა (14+6 მოხსნა).

საკრამენტო-ჰიუსტონი 101:123
30:29, 28:36, 16:30, 27:28
ს: კაზინსი (20+11 მოხსნა), ტორნტონი (16), უდრიხი (15), გარსია (11), კასპი (10), ტეილორი (10).
ჰ: ბადინგერი (20+5 მოხსნა), ლოური (19+8 პასი+5 მოხსნა), ლი (19), მარტინი (15), სკოლა (10), დრაგიჩი (10).


აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ხ-ბოსტონი* 61 46 15 75.4
3. ჩიკაგო* 62 44 18 71.0
2. მაიამი* 63 43 20 68.3
4. ორლანდო 64 40 24 62.5
5. ატლანტა 63 37 26 58.7
6. ნიუ იორკი 62 33 29 53.2
7. ფილადელფია 62 32 30 51.6
8. ინდიანა 62 27 35 43.5
9. შარლოტი 63 26 37 41.3
10. მილუოკი 61 23 38 37.7
11. დეტროიტი 64 23 41 35.9
12. ნიუ ჯერსი 62 19 43 30.6
13. ტორონტო 63 17 46 27.0
14. ვაშინგტონი 62 16 46 25.8
15. კლივლენდი 62 12 50 19.4

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 63 51 12 81.0
2. დალასი 63 46 17 73.0
3. ლეიკერსი* 64 45 19 70.3
4. ოკლაჰომა* 62 39 23 62.9
6. დენვერი 64 37 27 57.8
7. პორტლენდი 63 36 27 57.1
5. ნიუ ორლეანი 66 37 29 56.1
8. მემფისი 65 36 29 55.4
9. ფინიქსი 61 32 29 52.5
10. იუტა 64 33 31 51.6
11. ჰიუსტონი 65 33 32 50.8
12. გ. სტეიტი 62 27 35 43.5
13. კლიპერსი 64 24 40 37.5
14. საკრამენტო 61 15 46 24.6
15. მინესოტა 65 15 50 23.1

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.1
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.3
ამარე სტაუდმაიერი (ნ-იორ) 26.3
დუეინ უეიდი (მაი) 25.4
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 25.3
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.1
მონტა ელისი (გ-სტ) 25.0
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.6
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 23.1
დირკ ნოვიცკი (დალ) 23.0

მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.8
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.9
ზაკ რენდოლფი (მემ) 12.9
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.5
პაუ გასოლი (ლეი) 10.4
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.9
დევიდ ლი (გ-სტე) 9.7
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 9.7
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 9.4
ელ ჯეფერსონი (იუტ) 9.3

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 12.2
სტივ ნეში (ფინ) 11.4
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 10.2
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.7
ხოსე კალდერონი (ტორ) 9.3
ჯონ უოლი (ვაშ) 8.9
რეიმონდ ფელტონი (დენ) 8.8
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.4
ჯეისონ კიდი (დალ) 8.3
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1

ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.4
რაჟონ რონდო (ბოს) 2.4
მონტა ელისი (გ-სტ) 2.2
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.8
რეიმონდ ფელტონი (დენ) 1.7
მაიკ კონლი (მემ) 1.7
ჯეისონ კიდი (დალ) 1.7

დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.3
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.2
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.2
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.0
ელ ჯეფერსონი (იუტ) 2.0
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 1.9

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული