NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდი" და "მაიამი" პლეი ოფს მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
აღმოსავლეთში პლეი ოფის მერვე საგზურისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა "დეტროიტსა" და "მაიამის" შორის.

რამდენიმე დღის წინ, "პისტონზი" სწორედ "ჰიტმა" გამოაძევა პლეი ოფის ზონიდან და ახლა, ორ მოგებამდე გაზარდა მასთან უპირატესობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰასან უაიტსაიდმა სირენასთან ერთად ჩააგდო ბაზერ-ბიტერი.

"დეტროიტმა" ბოლო ცხრა მატჩში მერვედ წააგო.

* * *
პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტების მატჩი გაიმართა დასავლეთში - "პორტლენდი" "დენვერს" იღებდა შინ. გუნდებს აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ - 35 მოგება და 38 წაგება და მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფდნენ.
"პორტლენდმა" შეძლო მოგება სი ჯეი მაკალუმისა და იუსუფ ნურკიჩის შედეგიანი თამაშის წყალობით - ამ დუეტმა ერთად 72 ქულა დააგროვა, ნურკიჩმა კი 33 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.
ეს მოგება "პორტლენდისთვის" ზედიზედ მეოთხე იყო, ბოლო ათში კი მერვე.

* * *
"მინესოტამ" გამარჯვება გამოსტაცა "ინდიანას". მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა და "მგლებს" მოგება მოუტანა რიკი რუბიოს მიერ სირენამდე 3.4 წამით ადრე ჩაგდებულმა სამმა საჯარიმომ. ესპანელმა გამთამაშებელმა 21 ქულა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა, ყველაზე შედეგიანი კი კარლ-ენტონი თაუნსი იყო 37 ქულით.

* * *
"ატლანტამ" "ფინიქსი" დაამარცხა და შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია. "ჰოქსი" საშინაო მატჩში თითქმის სულ წინ იყო, მეორე მეოთხედში კი მისი უპირატესობა 18 ქულას აღწევდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში "სანზმა" რამდენჯერმე წინ გასვლა შეძლო, თუმცა, ბოლოს, მაინც მასპინძლები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები.
"ატლანტამ" სეზონში 38-ე გამარჯვება მოიპოვა და მეხუთე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. "ფინიქსს" ზედიზედ ცხრა წაგება აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა დასავლეთში 22 მოგებით.

* * *
"ვაშინგტონმა" 16-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა "ლეიკერსთან" მატჩში და 119:108 მოიგო. ახლა, დედაქალაქური კლუბი მესამე ადგილზეა აღმოსავლეთში და ორი მოგებით ჩამორჩება ლიდერ "ბოსტონს".
სტუმრები პირველ მეოთხედში 12 ქულით იგებდნენ, მაგრამ მესამე 12-წუთეულში "ლეიკერსმა" ინიციატივა მოიპოვა და თავისი უპირატესობა 16 ქულამდე აიყვანა. ბოლო მეოთხედის შუაში, "ვაშინგტონმა" შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.
"ლეიკერსმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონთან".

* * *
"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელისთვის სტივ კერისთვის "ჰიუსტონთან" მოგება მე-200 იყო კარიერაში. კერს ამ შედეგის მისაღწევად 238 მატჩი დასჭირდა. ასე სწრაფად NBA-ის ისტორიაში 200 გამარჯვებისთვის არც ერთ მწვრთნელს არ მიუღწევია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ფილ ჯექსონს, რომელმაც 270 მატჩის შემდეგ მოიგო 200 თამაში.

გუშინდელი მოგება მე-60 იყო "გოლდენ სტეიტისთვის" მიმდინარე სეზონში. გუნდმა ამ ზღვარს ზედიზედ მესამედ მიაღწია, რაც აქამდე მხოლოდ "ჩიკაგომ" შეძლო - 1995-98 წლებში).

"გოლდენ სტეიტისა" და "ჰიუსტონის" მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა. ეს არის მისი მე-20 ტრიპლ-დაბლი სეზონში. შესაბამისად, პირველად ლიგის ისტორიაში, ერთ სეზონში ორმა კალათბურთელმა შეასრულა მინიმუმ 20 სამმაგი დუბლი. მეორე მოთამაშეა "ოკლაჰომას" ლიდერი რასელ უესტბრუკი, რომელსაც 37 სამმაგი დაუგროვდა.

შარლოტი-მილუოკი 108:118
24:35, 26:37, 26:22, 32:24
შ: უოკერი (26), კამინსკი (20), ლემბი (16), კიდ-გილკრისტი (12).
მ: სნელი (26), აანტენტოკუნმპო (20+8 მოხსნა), მიდლტონი (14), ბროგდონი (14+10 პასი), მონრო (13+8 მოხსნა).

ინდიანა-მინესოტა 114:115
25:26, 32:33, 33:28, 24:28
ი: ჯორჯი (37+7 მოხსნა), ტიგი (20+10 პასი), ელისი (19), ტერნერი (15+8 მოხსნა), იანგი (14).
მ: თაუნსი (37+12 მოხსნა), რუბიო (21+10 პასი), ჯენგი(19), უიგინსი (17).

ბრუკლინი-ფილადელფია 101:106
24:31, 33:27, 21:21, 23:27
ბ: ლოპესი (26+9 მოხსნა+6 პასი), ლინი (11+7 პასი), ჰოლის-ჯეფერსონი (11+7 მოხსნა), დინუიდი (10).
ფ: შარიჩი (23+7 მოხსნა), კოვინგტონი (21+13 მოხსნა), ლუვავუ-კაბარო (17+9 მოხსნა), ჰოლმსი (13), სტაუსკასი (11), მაკონელი (8+10 პასი).

ატლანტა-ფინიქსი 95:91
27:12, 20:32, 24:24, 24:23
ა: შრიოდერი (27+9 პასი), ილიასოვა (18+12 მოხსნა), პრინსი (15), ჰოვარდი (15+11 მოხსნა+4 დაფარება).
ფ: უორენი (24+8 მოხსნა, იულისი (15+10 პასი), ჯონსი (13), ლენი (12+7 მოხსნა).

დეტროიტი-მაიამი 96:97
24:24, 26:31, 19:23, 27:19
დ: კოლდუელ-პოუპი (25), სმიტი (19+6 პასი), ჰარისი (19), დრამონდი (9+13 მოხსნა).
მ: დრაგიჩი (28), უაიტსაიდი (17+9 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (16), მაკგრუდერი (12).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 106:113
20:37, 32:23, 23:26, 31:27
ჰ: ჰარდენი (24+11 მოხსნა+13 პასი), კაპელა (21+7 მოხსნა), უილიამსი (17), არიზა (13+6 ჩაჭრა), ბევერლი (10), გორდონი (10).
გ-ს: კარი (32+10 მოხსნა+7 პასი), ტომპსონი (25), გრინი (19+9 მოხსნა), იგუოდალა (12+6 პასი).

პორტლენდი-დენვერი 122:113
32:35, 34:29, 29:21, 27:28
პ: მაკალუმი (39), ნურკიჩი (33+16 მოხსნა), ლილარდი (19+7 პასი), ამინუ (15+9 მოხსნა).
დ: ნელსონი (23), ჰარისი (19), ჩენდლერი (17+9 მოხსნა), იოკიჩი (17+8 მოხსნა+8 პასი), გალინარი (13), ბარტონი (13), ფარიდი (8+14 მოხსნა).

ლეიკერსი-ვაშინგტონი 108:119
27:27, 31:28, 37:27, 13:37
ლ: რასელი (28+8 პასი), კლარკსონი (22), ენისი (11), ზუბაცი (10), ბლეკი (10), ნენსი (4+11 მოხსნა).
ვ: უოლი (34+14 პასი), პორტერი (18), ბილი (16), უბრე (12), მაინმი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული