NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდის" კონკურენტებმა წააგეს

AutoSharing Option
"ბოსტონმა" ძალიან მალე დაკარგა აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "სელტიქსი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "მილუოკისთან" და შეწყვიტა შინ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია. "ბოსტონისთვის" ეს იყო მხოლოდ მეორე წაგება საკუთარ არენაზე ბოლო 16 მატჩში.

მატჩის დიდი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. დასკვნით მეოთხედში 93:93-ზე, "მილუოკიმ" მინი-გაქცევა შეძლო და ბოლო 16 მატჩში მეცამეტედ მოიგო. ამ მოგებით, "ბაქსმა" პრაქტიკულად გაინაღდა ადგილი პლეი ოფში. ეს გუნდი ოთხი მოგებით უსწრებს მეცხრე ადგილზე მყოფ "ჩიკაგოს" და რეგულარულის დამთავრებამდე შვიდი მატჩით ადრე, რთული წარმოსადგენია, ეს უპირატესობა
გაფლანგოს.

ამ შეხვედრაში "ბოსტონის" გამთამაშებელი აიზია ტომასი გახდა მეექვსე მოთამაშე გუნდის ისტორიაში, ვინც სეზონში 2 ათასი ქულის დაგროვება შეძლო. ადრე ასეთი რამ შეძლეს ლარი ბერდმა, ჯონ ჰავლიჩეკმა, სემ ჯონსმა, კევინ მაკჰეილმა და პოლ პირსმა.

* * *
"ბოსტონის" გარდა, ასევე წააგეს "კლივლენდის" სხვა კონკურენტებმა - "ვაშინგტონმა" და "ტორონტომ".

"კლიპერსმა" პირველი ტაიმი "უიზარდს" 11 ქულით მოუგო და მეორე ნახევარშიც აკონტროლებდა თამაშს. საინტერესოა, რომ კალიფორნიული კლუბის რიგებში ოთხმა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 20 ქულა - კრის პოლმა, ჯეი ჯეი რედიკმა, ბლეიკ გრიფინმა და დეანდრე ჯორდანმა. ასეთი რამ, ამ ოთხეულის ერთად თამაშისას პირველად მოხვდა.

რაც შეეხება "ტორონტოს", ის სამი მეოთხედი უგებდა "შარლოტს" და ბოლო 12-წუთეულის წინ, რვა ქულით იყო დაწინაურებული, თუმცა, ვერ შეინარჩუნა უპირატესობა, რადგან ბოლო წუთზე კემბა უოკერს ჩააგდებინა სამქულიანი. ამ წაგებით შეწყდა "რეპტორზის" ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.

* * *
"მაიამიმ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. "ჰიტს" სეზონის პირველ 41 მატჩში 30 ჰქონდა წაგებული და აღმოსავლეთის ერთ-ერთი აუთსაიდერი იყო. მაგრამ მომდევნო 34 მატჩში 26 მოიგო და კიდევ ერთი გამარჯვების შემდეგ, გათამაშების ცხრილში 50-პროცენტიან ბალანსს მიაღწევს.

გუშინ, ფლორიდელებმა ძალიან იოლად მოუგეს "ნიუ იორკს". ამ გუნდისთვის ეს იყო ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე წაგება და "ნიქსმა" ოფიციალურად დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი.

* * *
"მემფისმა" "ინდიანას" დამარცხებით შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია და თითქმის გაინაღდა პლეი ოფის მეშვიდე საგზური. "პეისერსი" კი აღმოსავლეთში მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს "მაიამისთან" და ამ დუეტს სერიოზული ბრძოლა მოელის "ჩიკაგოსთან".

მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა "მემფისის" ვეტერანს ვინს კარტერს. გუშინდელი მატჩის შემდეგ, მას კარიერაში 24 511 ქულა დაუგროვდა და ყველა დროის სიაში 22-ე ადგილზე გადავიდა. ვინსმა რეი ალენს გაუსწრო და 21-ე ადგილზე მყოფ პატრიკ იუინგს 304 ქულით ჩამორჩება.

ორლანდო-ოკლაჰომა 106:114 (ო)
18:20, 31:24, 33:28, 20:30, 4:12
ორლ: ფურნიე (24), როსი (23), გორდონი (13), ბიიომბო (12+11 მოხსნა), პეიტონი (11+8 პასი), ვუჩევიჩი (11+16 მოხსნა).
ოკლ: უესტბრუკი (57+13 მოხსნა+11 პასი), კანტერი (17+10 მოხსნა), ოლადიპო (13).

ფილადელფია-ატლანტა 92:99
18:25, 25:27, 27:27, 22:20
ფ: ჰოლმსი (25+8 მოხსნა), შარიჩი (15+7 მოხსნა), მაკონელი (13+8 პასი), ანდერსონი (10), ლონგი (10), ლუვავუ-კაბარო (5+10 მოხსნა).
ა: ჰოვარდი (22+20 მოხსნა), ჰარდუეი (19), ბეიზმორი (19), შრიოდერი (14), ილიასოვა (14).

ბოსტონი-მილუოკი 100:103
24:24, 25:31, 28:25, 23:23
ბ: ტომასი (32), კრაუდერი (13), ბრედლი (12+10 მოხსნა), ჰორფორდი (11+6 პასი), სმარტი (11+11 მოხსნა).
მ: ანტენტოკუნმპო (22+9 მოხსნა), მიდლტონი (19), ბროგდონი (16+9 პასი), მონრო (16+8 მოხსნა).

ტორონტო-შარლოტი 106:110
19:22, 28:28, 27:16, 32:44
ტ: დეროზანი (28+8 პასი), ჯოზეფი (18+7 მოხსნა), იბაკა (15), ვალანჩუნასი (14+15 მოხსნა), პაუელი (10), პატერსონი (10).
შ: ბელინელი (21), უოკერი (19), მარვ. უილიამსი (18+12 მოხსნა), ბატუმი (15), კამინსკი (13).

ნიუ იორკი-მაიამი 88:105
22:24, 19:25, 27:28, 20:28
ნ-ი: პორზინგისი (20+8 მოხსნა), ერნანგომესი (12+9 მოხსნა), ლი (10).
მ: დრაგიჩი (20+7 მოხსნა+9 პასი), ჯ. ჯონსონი (18+7 მოხსნა), რიჩარდსონი (17+5 ჩაჭრა), ტ. ჯონსონი (12+7 მოხსნა), უაიტსაიდი (11+9 მოხსნა+4 დაფარება).

მემფისი-ინდიანა 110:97
38:24, 34:29, 24:26, 14:18
მ: კონლი (36+6 პასი), კარტერი (21+8 მოხსნა), რენდოლფი (17), რაიტი (13), ენისი (7+10 მოხსნა).
ი: ჯორჯი (22), ბრუქსი (18), იანგი (16+13 მოხსნა), მაილზი (15).

ნ. ორლეანი-დალასი 121:118
27:23, 36:28, 26:32, 32:35
ნ-ო: დევისი (30+13 მოხსნა), კაზინსი (29+16 მოხსნა+6 პასი), ჰოლიდეი (18+7 პასი), კროუფორდი (15), კანინგემი (15).
დ: ნოვიცკი (23+7 მოხსნა), ბარნსი (19+8 მოხსნა), სეტ კარი (18), ფერელი (15), მეტიუზი (10), ბარეა (8+11 პასი).

სან ანტონიო-გ. სტეიტი 98:110
33:17, 24:37, 20:30, 21:26
ს-ა: ლენარდი (19+7 მოხსნა), პ. გასოლი (18+8 მოხსნა), ოლდრიჯი (17+4 დაფარება), გრინი (16).
გ-ს: კარი (29+11 პასი), ტომპსონი (23), უესტი (15), იგუოდალა (14).

საკრამენტო-იუტა 82:112
14:34, 29:16, 24:28, 15:34
ს: მაკლემორი (22), კოლისონი (12), ლოუსონი (11).
ი: ჰეივორდი (20+7 მოხსნა), ჰუდი (18), გობერი (16+14 მოხსნა), დიაო (11).

კლიპერსი-ვაშინგტონი 133:124
39:31, 35:32, 36:35, 23:26
კ: რედიკი (31), პოლი (27+13 პასი), გრიფინი (26+10 მოხსნა+9 პასი), ჯორდანი (23+18 მოხსნა), კროუფორდი (14).
ვ: უოლი (41+7 მოხსნა+8 პასი), ბილი (27), მორისი (14), სმიტი (14+8 მოხსნა), უბრე (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული