იაო არ ნებდება

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი იაო მინი ყველა ღონეს ხმარობს, რათა საშინელი ტრავმის შემდეგ კარიერა გააგრძელოს.

"ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ მოედანზე დავბრუნდე და კარიერა გავაგრძელო. მაგრამ ყველაფერი ჩემს ფეხზე იქნება დამოკიდებული. მომწონს "ჰიუსტონში" თამაში, თანაც ამ ქალაქს ძალიან მივეჩვიე, - ამბობს ჩინელი სუპერცენტრი. - ჩემს ოჯახსაც ძალიან უყვარს ჰიუსტონში ცხოვრება. ამიტომაც ვისურვებდი კარიერის "როკეტსში" გაგრძელებას".

კალათბურთელის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება და ამ სეზონის შემდეგ შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტი გახდება.

რაც შეეხება კლუბის გენერალურ მენეჯერ დერილ მორის, მან არ მოისურვა ჟურნალისტებთან იაო
მინთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ დაწვრილებით საუბარი, მხოლოდ ბანალურად აღნიშნა, რომ თავადაც მოხარული იქნება, თუ იაო მის გუნდში გააგრძელებს თამაშს.

"თუ კარიერის გაგრძელება ვერ შევძელი, მინდა იცოდნენ გულშემატკივრებმა, რომ მოედანზე დასაბრუნებლად და მათთვის ხელახლა სიამოვნების მისანიჭებლად ძალა არ დამიშურებია", - განაცხადა მინმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული