NBA. პლეი ოფი: "ჰიუსტონის" მოულოდნელი შედეგი "სან ანტონიოსთან"

AutoSharing Option
2 მაისს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"კლივლენდ კავალიერსმა" მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "ტორონტო რეპტორს" უმასპინძლა და ანგარიშით 116:105 დაამარცხა.

"კლივლენდს" ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა ულიდერეს. ლებრონმა შეხვედრაში ყველაზე მეტი, 35 ქულა მოიპოვა, რასაც 10 მოხსნა და 4 პასი მიამატა. ირვინგმა ქულების მიხედვით მეორე მაჩვენებელი დააფიქსირა - მასპინძელთა გამთამაშებელმა 24 ქულა, 10 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა.

20 ქულა და 11 პასი მოიპოვა კაილი ლაურიმ, დემარ დეროზანმა კი 19 ქულა ჩააგდო.

"ჰიუსტონ როკეტსმა" მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 126:99 მოუგო
"სან ანტონიოს" სტუმრად და სერიაში დაწინაურდა - 1:0. ყველაზე მეტი, 23 ქულა ჰიუსტონელმა ტრევორ არიზამ ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენმა 20 ქულა და 14 პასი მიითვალა. "სპურსიდან" კი კავაი ლეონარდი გამოირჩა - 21 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული