"სან ანტონიო სპურსი" "ჰიუსტონს" ესტუმრა, ანგარიშით 114:75 გაანადგურა და სერია 4:2 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ "სპურსი" კავაი ლეონარდისა და ტონი პარკერის გარეშეც იოლად გაუმკლავდა "როკეტსს".
"სან ანტონიოს" ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. საკმაოდ ცუდი მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც მხოლოდ 10 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა, ბურთი კი 6-ჯერ დაკარგა.
ამ მოგებით "სან ანტონიო" კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" შეხვდება. პირველი მატჩი ოკლენდში