საერთო ჯამში, მან ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი და შეტევაშიც ბევრი სარგებლობა მოიტანა - ნოვიცკისთან ერთად მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. მაგრამ დანარჩენმა დალასელმა კალათბურთელებმა ჩააგდეს თამაში. ჩენდლერმა და ჰეივუდმა ვერაფერი დაუპირისპირეს ბინუმსა და გასოლს და დაცვაში არასაიმედოდ ითამაშეს. "ლეიკერსმა" სამწამიანის ზონი
"მავერიქსის" უკანახაზელებმაც ცუდად ითამაშეს: ბობუამ შვიდიდან ექვსი ტყორცნა გააფუჭა, ტერიმ - 16-დან ათი, კიდმა კი ცხრა შედეგიანი პასი მიითვალა, მაგრამ ამასთან სამი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო.
გადამწყვეტი მომენტი იყო მეორე მეოთხედის შუა ნაწილი, როცა 37:37-ზე "ლეიკერსმა" ზედიზედ ცხრა ქულა დააგროვა - ექვსი კობიმ მიითვალა და სამქულიანი დაამატა არტესტმა. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა კატასტროფული სხვაობა, მაგრამ სტუმრები ახერხებდნენ ამ დისტანციის შენარჩუნებას. აქ ბედმა "დალასს" საჩუქარი გაუკეთა - დიდ შესვენებამდე ორი წუთით ადრე ფეხი გადაიბრუნა ბრაიანტმა და კარგა ხნით გამოეთიშა თამაშს.
"დალასმა" მაინც ვერ მოუმატა თამაშს, პირიქით, ფილ ჯექსონის შეგირდებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და ორნიშნა სხვაობით დაწინაურდნენ. როცა ბრაიანტი დაბრუნდა (საფინალო სირენამდე ექვსწუთნახევარი იყო დარჩინილი), "ლეიკერსი" ცხრა ქულით იყო წინ, ერთი წუთით ადრე კი ეს სხვაობა ექვს ქულამდე დავიდა.
მიუხედავად ამისა, "კომბოები" არ დანებდნენ და კიდისა და მერიონის მონდომებით ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს. შემდეგ გასოლმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ "დალასმა" შანსი ხელიდან გაუშვა - ტერიმ ფარქვეშიდან ააცილა, ბინუმმა და ბრაიანტმა კი საბოლოოდ დაასამარეს მასპინძელთა იმედები.
* * *
სეზონში 53-ე და 54-ე გამარჯვებას მიაღწია "სან ანტონიომ", მაგრამ შაბათს მოულოდნელად გაუჭირდა ღრმა აუთსაიდერის "საკრამენტოს" დამარცხება. თამაშის დასრულებამდე ხუთწუთნახევრით ადრე "მეფეები" წინ იყვნენ - 91:88, მაგრამ ბოლოს ტექსასელთა გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა და "სპურსმა" არ დაუშვა უქმეების მთავარი სენსაცია. მანუ ჯინობილიმ ორჯერ სამქულიანი ჩააგდო, დანკანმა ორ წუთში ექვსი ქულა დააგროვა, შემდეგ პარკერმაც გაიბრწყინა. ამის შედეგად სამქულიანი ჩამორჩენა 10-ქულიან უპირატესობად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიომ" ზედიზედ მეთერთმეტედ დაამარცხა "საკრამენტო".
ბოლოს ორი სტატისტიკური მიღწევის შესახებ. "ოკლაჰომას" ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "დეტროიტთან" მოგებულ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა და 11 პასი და ვარსკვლავურ კომპანიაში მოხვდა. "თანდერის" მცველი მეხუთე კალათბურთელი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც 4000 ქულა, 1500 პასი და 1000 მოხსნა საწყის სამ სეზონში მოიპოვა. აქამდე მსგავსი მიღწევა კრის პოლს, ლებრონ ჯეიმსს, ანფერნი ჰარდუეისა და ოსკარ რობერტსონს ჰქონდათ.
NBA-ის რეკორდი დამყარდა "გოლდენ სტეიტსა" და "ორლანდოს" მატჩში. ეს შეხვედრა "მეომრებმა" 123:120 მოიგეს, ორივე გუნდის კალათბურთელებმა კი ჯამში 36 სამქულიანი ჩააგდეს. გამარჯვებულთა რიგებში შთამბეჭდავი იყო მონტა ელისისა და დორელ რაიტის დუეტი - მათ 20-დან 15 სამქულიანი გამოიყენეს, ორლანდოელმა ჯეისონ რიჩარდსონმა შვიდი ზუსტი შორეული ტყორცნით დაასრულა მატჩი.
"გოლდენ სტეიტის" ანგარიშზე 21 ზუსტი სამქულიანი იყო, რაც საკლუბო რეკორდია, "მეჯიქმა" კი 15-ჯერ აიღო შორიდან მეტოქის ფარი.
11 მარტი
ნიუ ჯერსი-კლიპერსი 102:98 (ო)
14:26, 23:25, 31:16, 26:27, 8:4
ნ-ჯ: ლოპესი (24+7 მოხსნა), ფარმარი (24+7 პასი), ჰემფრიზი (19+20 მოხსნა).
კ: კამანი (23+10 მოხსნა+5 პასი), გრიფინი (23+9 მოხსნა), ფოიე (19+7 პასი).
ფილადელფია-ბოსტონი 89:86
25:22, 24:23, 23:23, 17:18
ფ: ჰოუესი (14+10 მოხსნა), ბრენდი (14+5 მოხსნა), იგუოდალა (13+9 მოხსნა+8 პასი), მიქსი (12), იანგი (11).
ბ: გრინი (18), კრსტიჩი (16+15 მოხსნა), გარნეტი (14+6 მოხსნა+5 პასი), რონდო (12+5 პასი), პირსი (11+7 მოხსნა+5 პასი).
ტორონტო-ინდიანა 108:98
32:27, 30:21, 21:25, 25:25
ტ: ბარბოზა (29), დეროზანი (16), კალდერონი (13+8 პასი), ჯონსონი (13), დევისი (12+13 მოხსნა).
ი: გრეინჯერი (25+7 მოხსნა), ჰენსბრო (20+7 მოხსნა), კოლისონი (13+7 პასი), ჯორჯი (10+7 მოხსნა).
შარლოტი-პორტლენდი 97:92
22:25, 23:20, 19:25, 33:22
შ: ჯექსონი (29+10 მოხსნა), უაიტი (16+9 მოხსნა), ოგუსტინი (16+5 პასი), ჰენდერსონი (12), კანინგემი (11).
პ: მეტიუზი (20), ოლდრიჯი (15+10 მოხსნა), მილერი (15+9 პასი), უოლასი (13+9 მოხსნა), ბატუმი (13+7 მოხსნა).
ჩიკაგო-ატლანტა 94:76
22:20, 26:30, 24:10, 22:16
ჩ: როუზი (34+6 მოხსნა+5 პასი), დენგი (18+9 მოხსნა), ტომასი (4+13 მოხსნა), ნოა (0+11 მოხსნა).
ა: ჯონსონი (16), სმიტი (15+6 მოხსნა), კროუფორდი (14), ჰაინრიხი (11).
მინესოტა-იუტა 122:101
39:28, 27:29, 31:15, 25:29
მ: ლავი (24+12 მოხსნა), ბიზლი (23), მილიჩიჩი (14+6 მოხსნა), ელინგტონი (13), ფლინი (11).
ი: ჰეივორდი (18), მაილზი (15), ევანსი (14+5 მოხსნა), უოტსონი (10+9 პასი).
ოკლაჰომა-დეტროიტი 104:94
22:26, 33:24, 31:25, 18:19
ო: დურანტი (24+9 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (22), იბაკა (16+8 მოხსნა), უესტბრუკი (13+11 პასი), კოლისონი (10).
დ: ჰემილტონი (20), სტაკი (16+6 პასი), პრინსი (15), მონრო (12+10 მოხსნა+6 პასი), მაკგრეიდი (11+9 მოხსნა).
სან ანტონიო-საკრამენტო 108:103
22:20, 30:26, 23:25, 33:32
ს-ა: პარკერი (27+6 პასი), ჯინობილი (24+7 პასი), დანკანი (15+10 მოხსნა), ბლეირი (14+6 მოხსნა), ჰილი (14).
ს: კასპი (16), ტეილორი (16), ჯეტერი (15), გარსია (14), ტომპსონი (12+5 მოხსნა), ტორნტონი (11+6 პასი), კაზინსი (10+11 მოხსნა+5 პასი).
გ. სტეიტი-ორლანდო 123:120 (ო)
20:27, 22:29, 30:25, 29:20, 22:19
გ-ს: ელისი (39+11 პასი+6 მოხსნა), რაიტი (32+6 მოხსნა), კარი (22+12 პასი), ლი (16+9 მოხსნა+6 პასი).
ო: რიჩარდსონი (30), ნელსონი (24+8 პასი+5 მოხსნა), თურქოგლ (24+5 ჩაჭრა), ჰოვარდი (13+21 მოზსნა), არენასი (10).
12 მარტი
მაიამი-მემფისი 118:85
28:22, 27:15, 29:23, 34:25
მაი: უეიდი (28+9 პასი+5 მოხსნა+5 დაფარება), ჯეიმსი (27+5 მოხსნა+5 პასი), ბოში (18+10 მოხსნა), ბიბი (17).
მემ: მაიო (19), გასოლი (15+9 მოხსნა), რენდოლფი (13+9 მოხსნა), ვასკესი (10).
ატლანტა-პორტლენდი 91:82
19:18, 16:20, 27:16, 29:28
ა: ტიგი (24+5 ჩაჭრა), კროუფორდი (20), სმიტი (14+12 მოხსნა+6 პასი), უილკინსი (12), ჯონსონი (11+5 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (22+7 პასი+6 მოხსნა), მეტიუზი (19), როი (16), ფერნანდესი (10), უოლასი (5+12 მოხსნა).
ვაშინგტონი-კლიპერსი 101:122
27:38, 28:26, 18:27, 28:31
ვ: უოლი (25+8 პასი+7 მოხსნა), კროუფორდი (16), იანგი (15), ბუკერი (13+6 მოხსნა), მაკგი (12+8 მოხსნა).
კ: გრიფინი (26+5 მოხსნა), ბლედსოუ (23+8 მოხსნა+6 პასი), კამანი (14), ჯორდანი (10+17 მოხსნა), ამინუ (10).
ნიუ ორლეანი-საკრამენტო 115:103
31:24, 26:33, 27:28, 31:18
ნ-ო: პოლი (33+15 პასი+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), უესტი (25+9 მოხსნა), ლენდრი (20), ბელინელი (12).
ს: ტორნტონი (25), კაზინსი (19+11 მოხსნა), დალემბერი (16+8 მოხსნა), გარსია (12), ტომპსონი (10+9 მოხსნა).
ჩიკაგო-იუტა 118:100
37:17, 31:24, 20:30, 30:29
ჩ: დენგი (26+7 მოხსნა+6 პასი), როუზი (26), კორვერი (17+6 პასი), ნოა (16+9 მოხსნა), უოტსონი (16+8 პასი+5 მოხსნა).
ი: ჯეფერსონი (33+18 მოხსნა), ჰარისი (24), ბელი (14+8 მოხსნა), მაილზი (13), კირილენკო (11+6 მოხსნა).
მილუოკი-ფილადელფია 102:74
26:25, 33:16, 21:16, 22:17
მ: ბოგუტი (17+9 მოხსნა), ჯენინგსი (15+5 პასი), მბა ა მუტე (14+12 მოხსნა+5 ჩაჭრა), დულინგი (13+7 მოხსნა), დელფინო (12).
ფ: უილიამსი (16), მიქსი (13+6 მოხსნა), იგუოდალა (10+5 პასი), ტერნერი (10).
დალასი-ლეიკერსი 91:96
21:22, 23:28, 21:23, 26:23
დ: მერიონი (25+12 მოხსნა), ნოვიცკი (25+10 მოხსნა+6 პასი), ტერი (13).
ლ: ბინუმი (22+15 მოხსნა), გასოლი (18+5 მოხსნა), ბრაიანტი (16+5 მოხსნა), არტესტი (12+8 მოხსნა).
ჰიუსტონი-სან ანტონიო 107:115
25:36, 24:23, 33:22, 25:34
ჰ: მარტინი (28+5 პასი), ლი (16+7 მოხსნა), ლოური (13+9 პასი), ბადინგერი (12), დრაგიჩი (10), ჰეიესი (8+11 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (21+6 პასი), ჯინობილი (19), ბლეირი (14+9 მოხსნა), ჰილი (14), მაკდაესი (12+12 მოხსნა), დანკანი (11+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10), ნილი (10).
დენვერი-დეტროიტი 131:101
33:28, 33:32, 27:14, 38:27
დენ: სმიტი (31), ნენე (18+11 მოხსნა), ლოუსონი (15+11 პასი), ანდერსენი (14), ფელტონი (12+6 პასი), ჩენდლერი (11+5 მოხსნა), ფორბსი (10+5 მოხსნა), ჰარინგტონი (10).
დეტ: უილკოქსი (21), ჰემილტონი (15), გორდონი (13+6 მოხსნა), პრინსი (12), ბინუმი (8+10 პასი).
.