ლოკაუტი გარდაუვალია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა პროფკაშირი კალათბურთელებს მოსალოდნელი ლოკაუტისთვის ამზადებს. ამ მიზნით მან გამოუშვა 56-გვერდიანი წიგნი, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს: "გქონდეს უკეთესის იმედი, მაგრამ მოემზადე უარესისთვის". მისი მეშვეობით მოთამაშეებს ეცოდინებათ, როგორ მოიქცნენ გაფიცვის შემთხვევაში.

როგორც პროფკავშირის პრეს-ატაშე დენ ვასერმანი იტყობინება, ეს "სახელძღვანელოები" მოთამაშეებს გასული თვის ბოლოს დაურიგეს. "წიგნში არ არსებობს მზა რეცეპტი. სანამ ისინი ფიქრობენ, როგორ დახარჯონ თავიანთი ფული, ჩვენ მათ სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაში დავეხმარებით", - ამბობს ვასერმანი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნში შეტანილია ათასგვარი რჩევა - უკეთ როგორ გამოიყენონ
იპოთეკური კრედიტები, იჯარის თანხები... გარდა ამისა, იქ არის რეკომენდაციები კალათბურთელებისთვის - თავი შეიკავონ ახალი ავტომობილების, ტანსაცმლის და საიუველირო ნაწარმის შეძენისგან. ყველაზე გამაღიზიანებელი პუნქტები  ცოლებთან, ბავშვებთან და აგენტებთან ურთიერთობას ეხება.

რაც მთავარია, პროფკავშირის შეფი ბილი ჰანტერი წიგნის მეშვეობით აფრთხილებს კალათბურთელებს, რომ ლოკაუტის ალბათობა ძალიან მაღალია.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული