სტივენსი, მისი შეგირდები და "ბოსტონის" ყველა გულშემატკივარი ამაში მეორე მატჩის დროს დარწმუნდა. ინტრიგამ მხოლოდ პირველი ექვსი წუთი იცოცხლა. პირველი მეოთხედის შუაში, ლებრონ ჯეიმსის შედეგიანი გადაცემების წყალობით, "კლივლენდმა" 14:2 გაქცევა მოაწყო და უკან აღარ მოუხედავს.
თუმცა, პირველი 12-წუთეულის შემდეგ 14-ქულიანი ჩამორჩენა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც სტუმრებმა მეორე მეოთხედში მოაწყვეს. და ისევ, "სელტიქსის" განადგურებას ლებრონი აგრძელებდა,
ამ ყველაფრის გარდა, სტუმრები დაცვაშიც შეუდარებლები იყვნენ და ამსხვრევდნენ სტივენსის ყველანაირ სათამაშო სქემას. რაღაც მომენტში, "ბოსტონის" თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 20-მდე დაეცა.
72:31 პირველი ტაიმის შემდეგ - ეს განაჩენი იყო. მაგრამ "კლივლენდს" არც უფიქრია ტემპის დაგდება. ლავსა და ჯეიმსს "დიდი ტრიოს" მესამე ელემენტი - კაირი ირვინგი შეუერთდა. სწორედ მან მიიღო ესტაფეტა მესამე მეოთხედში, რომლის დასრულების შემდეგ, 23 ქულა ჰქონდა აღებული - 103:57.
რაც შეეხება თავად ლებრონს, თავისი ნორმის - 30 ქულის შესრულების შემდეგ, ის სათადარიგოთა სკამზე დაჯდა და მოედანზე აღარ გასულა. თამაში კი "კლივლენდის" რეზერვისტებმა ჩაამთავრეს და ბოლომდე შეინარჩუნეს ქულათა დაუჯერებელი სხვაობა - 130:86.
ბოსტონი-კლივლენდი 86:130
18:32, 13:40, 26:31, 29:27
ბ: ბრაუნი (19), ბრედლი (13), ჰორფორდი (11).
კ: ჯეიმსი (30+7 პასი), ირვინგი (23), ლავი (21+12 მოხსნა), ჯეფერსონი (10).
სერია: 0-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"