ფოტო-NEWS: NBA-ის ფინალი დიდი სტუმრებით და მარიხუანა...

AutoSharing Option
NBA-ს ფინალური სერიის მეორე მატჩს საპატიო სტუმრები ჰყავდა. "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" დაპირისპირებას დაესწრნენ "ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარი და ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი.

მატჩის შემდეგ, ნეიმარმა "გოლდენ სტეიტის" ფორვარდთან დრეიმონდ გრინთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოასწრო.

* * *
ამასობაში, ფინალური სერიის მეორე მატჩის შემდეგ, "კავალიერზის" გასახდელიდან მარიხუანას სუნი გამოდიოდა. ამის შესახებ მოყვა The Undefeated-ის ჟურნალისტმა მაიკ უაიზმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

"კლივლენდის" გასახდელში მარიხუანას ძლიერი არომატი იყო. არ ვიცი ვინ მოიხმარდა
- ჟურნალისტი, მოთამაშე თუ ვინმე სხვა", - დაწერა უაიზმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ჰავაიზე უცხოვრია და იცის, როგორია მარიხუანას სუნი. "არავის ვადანაშაულებ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რეპორტიორი ან ოპერატორი", - დაამატა ჟურნალისტმა.

გუშინ, "გოლდენ სტეიტმა" 132:113 მოუგო "კლივლენდს" და სერიაში ანგარიში 2:0 წაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნოდო მართალია - ძირს ტრაკგამოფხრეწილი შარვლები!!! და საერთოდ, კალაძემაც ოფიციალურად ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ჩანჩურა შარვლის გამო... ჩვენ კბილებით დავიცავთ ჩვენი შარვლების სიწმინდესა და შეურყვნელობას!!! გაუმარჯოს "სტრელკებდაუთოებულ" კაცურ შარვლებს!!!!
მსქროლავი ტროლი
17:10 06-06-2017
0
არადა ფოტო რომ გავხსენი, პირველი ჰამილტონის ძაან მაგარი ჯინსი და ნეიმარის ქურთუკი მომხვდა თვალში, კარგი გაგებით და ცუდი გაგებით ნეიმარის სალტე თავზე, ვაფშე რაშუაში იყო?:D
gigi
14:47 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული